logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

სადაზღვევო კომპანიების მიმართ საჩივრების რაოდენობა შემცირდა

სადაზღვევო კომპანიების მიმართ საჩივრების რაოდენობა შემცირდა

1720850400

სადაზღვევო კომპანიების მიმართ საჩივრების რაოდენობა შემცირებულია. ამის შესახებ სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის პრეზიდენტი დევი ხეჩინაშვილი jandacva.ge-სთან საუბარში აცხადებს.

მისი თქმით, ეს ტენდენცია ეხება გასაჩვრების სამივე მიმართულებას - მედიაციას, ზედამხედველობას და სასამართლოს.

დევი ხეჩინაშვილი ამას მომხმარებელთა ინფორმირებულობის ზრდით და ასევე იმით ხსნის, რომ კომპანიებმა მათსავე ფარგლებში მომხმარებელთა საჩივრების განხილვის განყოფილებები შექმნეს. შესაბამისად, დაზღვეულების პრეტენზიებს თავად კომპანიები აგვარებენ. 

სადაზღვევო ურთიერთობებში მომხმარებლის უფლებების დაცვის მიზნით, დაზღვევის ყველა სახეობაში დაზღვეულსა და სადაზღვევო კომპანიებს შორის წარმოშობილი დავებისა და უთანხმოების არასასამართლო გზით მორიგების მიზნით, მედიაცია 2015 წლიდან დაიწყო. პროექტი „საქართველოს სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციასა“ და  სადაზღვევო კომპანიებს შორის შეთანხმების გაფორმების შემდეგ დაიწყო.

საჩივრების განხილვა ასევე შესაძლებელია დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამასახურში. ხოლო თუ დავა ამ ეტაპზეც ვერ მოგვარდა, მომხმარებელს უფლება აქვს, სასამართლოს მიმართოს. თუმცა, როგორც ხეჩინაშვილი აცხადებს, სასამართლოში წასვლა არც კომპანიისა და არც მომხმარებლისთვის არაა ხელსაყრელი.

დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს ზედამხედველობას დაქვემდებარებული სუბიექტების მიმართ გამოყენებული ფულადი ჯარიმების ოდენობა 6 250 იყო. 2022 წელს ეს მაჩვენებელი 7250-ს შეადგენდა. 2021-ში კი თითქმის 15 ათასს.

jandacva.ge

გამოგვყევით