logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

საგადახდო ბაზარზე კონკურენციის ხელშეწყობისა და ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, სებ-ი საგადახდო მომსახურების პროვაიდერებს ანგარიშსწორების ანგარიშებს გაუხსნის

საგადახდო ბაზარზე კონკურენციის ხელშეწყობისა და ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, სებ-ი საგადახდო მომსახურების პროვაიდერებს ანგარიშსწორების ანგარიშებს გაუხსნის

1765457378

საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, ქვეყნის  საგადახდო ბაზარზე კონკურენციის ხელშეწყობისა და ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, ეროვნულ ბანკს მიენიჭა უფლებამოსილება, მნიშვნელოვანი სისტემის მონაწილე რეგისტრირებულ საგადახდო მომსახურების პროვაიდერებს  ანგარიშსწორების ანგარიშები გაუხსნას.

აღსანიშნავია, რომ ასეთი პროვაიდერებისთვის ეროვნული ბანკის ახალ საგადახდო ინფრასტრუქტურაზე წვდომა ანგარიშის გარეშეც ხელმისაწვდომი იქნება, მაგრამ ანგარიშის გახსნის შესაძლებლობა მათ დამატებით მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს.

ნიშანდობლივია, რომ  ანგარიშსწორების ანგარიშის ქონა პროვაიდერებს საშუალებას მისცემს, ანგარიშსწორება განახორციელონ კომერციული ბანკების შუამავლობის გარეშე, რაც ამცირებს კომერციული ბანკებზე დამოკიდებულებას, ხარჯებსა და ოპერაციულ შეზღუდვებს. შედეგად, რეგისტრირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერების მომხმარებლების გადახდის ოპერაციები შესრულდება უფრო სწრაფად და მოქნილად.

აღნიშნული ცვლილება მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია კონკურენტული გარემოს გასაუმჯობესებლად, რაც საქართველოს ფინანსურ სექტორში ინოვაციური და მომხმარებლების მოთხოვნებზე მორგებული პროდუქტების განვითარების ფაქტორია.

გამოგვყევით