logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

TOP 7 ბანკი საკრედიტო პორტფელით

ბანკების სასესხო პორტფელი 4 თვეში 9.9%-ით გაიზარდა და პირველი იანვრისთვის 53.8 მლრდ ლარს მიაღწია.

სებ-მა აღნიშნული სტატისტიკა გამოაქვეყნა IFRS-ით, ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტით, ბანკების მიხედვით. ასევე წარმოადგინა კონსოლიდირებული მაჩვენებელი, GAAP-ით (სებ-ის მეთოდოლოგიით), რომლის თანახმად, 01.01.2023-ის მდგომარეობით, ბანკების სასესხო პორტფელი (ბანკთაშორისი სესხების გარდა) 52.65 მლრდ ლარია. მეტობა დარეზერვების სქემის ცვლილების შედეგია. შესაძლო დანაკარგებისთვის სექტორს, IFRS-ით უფრო ნაკლები ბუფერი მოეთხოვება. 

სექტემბრიდან სესხების დოლარიზაცია გაზრდილია და შესაბამისად ლარიზაციის კოეფიციენტი 54,76%-მდეა შემცირებული. აგვისტოს ბოლოს იყო 55.07%. 

სავალუტო დაკრედიტების ზრდა ლარისას აღემატება. ეროვნულ ვალუტაში 9%-ით გაზრდილია. უცხოურში კი დაკრედიტების ზრდის ტემპი 10%-ს აღემატება. 

TOP 7 ბანკი საკრედიტო პორტფელით (000 ₾)

   01.01.2024    01.09.2023 
 თიბისი ბანკი 21 277 775 19,143,392
 საქართველოს ბანკი 19 826 573 18,181,270
 ლიბერთი 2 992 709 2,776,023
 ბაზისბანკი 2 527 733 2,252,175
კრედო ბანკი  2 023 762 1,914,914
პროკრედიტ ბანკი 1 197 607 1,124,953
ტერა ბანკი 1 308 406 1,225,450
    000 ₾ 000 ₾

წყარო:კომერციული ბანკები (IFRS-ით)  

გამოგვყევით