logo
Loading data...
მთავარი ჯანდაცვა

სტატია

AI-მ ვაქცინა შექმნა - პანდემიის შემთხვევაში, ის მილიონობით სიცოცხლეს გადაარჩენს და შეზღუდვების საჭიროებას მოხსნის

AI-მ ვაქცინა შექმნა - პანდემიის შემთხვევაში, ის მილიონობით სიცოცხლეს გადაარჩენს და შეზღუდვების საჭიროებას მოხსნის

1784111100

მეცნიერებმა შექმნეს ვაქცინის ახალი ტიპი, რომლის ძირითადი კომპონენტი, პირველად ფარმაცევტულ ინდუსტრიაში, მთლიანად ხელოვნური ინტელექტის მიერ დაიგეგმა.

მკვლევრების თქმით, ეს მიდგომა ვაქცინების განვითარების ახალ მიმართულებას ქმნის, რომელიც ებრძვის არსებულ ვირუსებს და უზრუნველყოფს უფრო ფართო დაცვას მომავალი პანდემიებისგან.

AI-მ გააანალიზა სხვადასხვა კორონავირუსის გენეტიკური მონაცემები და შექმნა ე.წ. „სუპერ-ანტიგენი“ კომპონენტი, რომელიც შეიძლება იმუნურ სისტემას დაეხმაროს ვირუსების მთელი ოჯახების ამოცნობაში, მათ შორის იმ ვარიანტების, რომლებიც მომავალში შეიძლება წარმოიქმნას.

პირველი კლინიკური ცდები ჩატარდა მცირე ჯგუფზე და უსაფრთხოების შეფასებაზე იყო ფოკუსირებული. პარალელურად მიმდინარეობს დამატებითი კვლევები იმუნური პასუხის უფრო დეტალურად შესაფასებლად.

კვლევა ჩატარდა NIHR-ის (დიდი ბრიტანეთის ჯანმრთელობისა და ზრუნვის კვლევების ეროვნული ინსტიტუტი) საუთჰემპტონის კლინიკური კვლევების ცენტრსა და კემბრიჯის კლინიკური კვლევების ცენტრში.

კემბრიჯის კლინიკური კვლევების ცენტრის საიტზე (cambridgecrf.nihr.ac.uk) განთავსებული ინფორმაციის თანახმად, კლინიკურ კვლევაში მონაწილეობდა 39 ჯანმრთელი მოხალისე. მათ გამოსცადეს ვაქცინა, რომელიც შექმნილია სხვადასხვა სახის კორონავირუსისგან დასაცავად. ამ ჯგუფში შედის ბუნებაში გავრცელებული მრავალი კორონავირუსი, მათ შორის SARS-CoV-2, რომელმაც COVID-19-ის პანდემია გამოიწვია.

კვლევამ აჩვენა, რომ ვაქცინამ მოხალისეებში იმუნური პასუხი გამოიწვია არა მხოლოდ SARS-CoV-2-ისა და SARS-ის, არამედ მათთან მონათესავე  კორონავირუსების მიმართაც, რომელიც ღამურებშია გავრცელებული. მეცნიერების შეფასებით, ასეთმა ვირუსებმა მომავალში შესაძლოა ცხოველებიდან ადამიანებზე გადასვლის უნარი შეიძინონ და ახალი პანდემიების მიზეზად იქცნენ.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ადამიანებზე გამოსცადეს ვაქცინა, რომლის აქტიური კომპონენტი მთლიანად კომპიუტერული მოდელირების და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შეიქმნა. კვლევის შედეგები სამეცნიერო ჟურნალ Journal of Infection-ში გამოქვეყნდა.

Jandacva.Ge

გამოგვყევით