logo
Loading data...
მთავარი ჯანდაცვა

სტატია

"არ მგონია, რომ ჯანდაცვის სექტორში ეს არის უმთავრესი პრობლემური საკითხი" - მინისტრი DRG ტარიფების გადახედვაზე

"არ მგონია, რომ ჯანდაცვის სექტორში ეს არის უმთავრესი პრობლემური საკითხი" - მინისტრი DRG ტარიფების გადახედვაზე

1763019768

„არ მგონია, რომ ჯანდაცვის სექტორში ეს არის უმთავრესი პრობლემური საკითხი“ - ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა შეკითხვას DRG-ის ტარიფების გადახედვასთან დაკავშირებით.

„არ მგონია, რომ ჯანდაცვის სექტორში ეს არის უმთავრესი პრობლემური საკითხი,  რომელზეც პირველ რიგშია სასაუბრო. არის საკითხების საკმაოდ დიდი წრე, რომლებთან დაკავშირებითაც ბიზნესთან ერთად მუშაობა მოგვიწევს. მათ შორის დროდარდო შეიძლება DRG-ის  ტარიფების გადახედვაც იყოს,“ - განაცხადა მინისტრმა და აღნიშნა, რომ ბიზნესთან გარკვეულ თემებზე მუშაობა მუდმივად მიმდინარეობს.

მიხეილ სარჯველაძემ ჯანდაცვის ინფლაციასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვასაც უპასუხა და აღნიშნა, რომ მოწყვლადი ჯგუფებისთვის სერვისები არაა გაძვირებული, რადგან სახელმწიფოს თავის თავზე აქვს აღებული ყველა ის ვალდებულება, რომლებიც ამ კატეგორიის მოქალაქეებს სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობაში ეხმარება.

jandacva.ge 

გამოგვყევით