logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

ფაროსანას გავრცელების არეალის დადგენის მიზნით, დასავლეთ საქართველოში მონიტორინგი დაიწყო

ფაროსანას გავრცელების არეალის დადგენის მიზნით, დასავლეთ საქართველოში მონიტორინგი დაიწყო

1763027025

სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრმა მავნებლის საწინააღმდეგო მასშტაბური წამლობითი ღონისძიებები დაასრულა, თუმცა, მოზამთრეობის ფაზაში მყოფი აზიური ფაროსანას გავრცელების არეალისა და რაოდენობის დადგენის მიზნით, დაიწყო მონიტორინგი, რაც საკარმიდამო ნაკვეთების, საცხოვრებელი სახლების, დამხმარე შენობა-ნაგებობებისა და მიტოვებული შენობების დათვალიერებას და მავნებლის ლოკალურ განადგურებას ითვალისწინებს.

მონიტორინგის პარალელურად, სააგენტოს სპეციალისტები  საინფორმაციო შეხვედრებს ატარებენ და ადგილობრივ მოსახლეობას სახლის პირობებში მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებებს აცნობენ. მოზამთრე ფაზაში მავნებელი სხვენებსა და მიტოვებულ შენობებში ბინადრობს. ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მექანიკური მეთოდების გამოყენება. მონიტორინგი ინტენსიურად ხორციელდება დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონის ადმინისტრაციულ ერთეულებში.

მიმდინარე წელს, სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრმა მავნებლის საწინააღმდეგოდ ჩაატარა შემდეგი ღონისძიებები: ქვეყნის მასშტაბით, ცივი შესხურებით დამუშავდა 103 791, 25  ჰა  სოფლისა და ტყის  პერიმეტრი, ჯაგნარი და სიმინდის მასივი; თერმული ნისლით -  348 620 ჰა ფართობი; განთავსდა 8008 მონიტორინგის ხაფანგი და 208 440 „მოიზიდე და გაანადგურე სადგური“.

გამოგვყევით