საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ახალი პროექტების განხორციელებას აქტიურად განაგრძობს. ამჯერად ბანკის, მასტერქარდისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში, ქალებისათვის სპეციალური სასწავლო კონკურსი- AI სტიპენდია შეიქმნა.
ახალი ინიციატივა ქალებს აძლევს შესაძლებლობას, მოიპოვონ 100%-იანი დაფინანსება პარტნიორ აკადემიებში და დაეუფლონ ახალ პროფესიას ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით. პროექტში მონაწილეობა და განაცხადის გაკეთება შეუძლია ნებისმიერ ქალს, ვისაც აინტერესებს ხელოვნური ინტელექტი. ბანკის პარტნიორი აკადემიების სია კი ასე გამოიყურება:
- სმარტ აკადემია – Smart Academy;
- თბილისის კომუნიკაციის სკოლა – Tbilisi School of Communication;
- ციფრული ინდუსტრიის აკადემია – Academy of Digital Industry;
- ეჯაილ სქული – AgileSchool;
- სქილვილი – Skillwill;
- სქეილაფი – ScaleUp.
რაც შეეხება კონკრეტულ კურსებს, რომლის გავლაც AI ით დაინტერესებულ ქალებს შუძლიათ, ესენია:
TBILISI SCHOOL OF COMMUNICATION
- ხელოვნური ინტელექტის საფუძვლები;
- AI Agents & Automations;
- AI ბიზნესის განვითარებაში.
Academy of Digital Industry
- ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკული კურსი;
- AI ChatBots.
Smart Academy
- ხელოვნური ინტელექტი პრაქტიკაში.
Skillwill
- ხელოვნური ინტელექტი საოფისე სამუშაოსთვის.
ScaleUp
- ხელოვნური ინტელექტი და მონაცემთა მეცნიერება.
AgileSchool
- AI Automation.
სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები შეირჩევიან წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით, რასაც თითოეული აკადემია ინდივიდუალურად განსაზღვრავს. საწყის ეტაპზე საჭიროა შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა Stipendia.bog.ge-ზე, დაწეროთ სამოტივაციო წერილი და დაელოდოთ პასუხს გასაუბრების თაობაზე.
აპლიკაციების მიღება უკვე დაიწყო და 30 ნოემბრამდე გაგრძელდება.
საქართველოს ბანკი განათლების მთავარი მხარდამჭერია