logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

Galt &Taggart-ის მხარდაჭერით კავკასიაში, თურქეთსა და ცენტრალურ აზიაში მიმდინარე წლის ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო ტრანზაქცია განახორციელდა

Galt &Taggart-ის მხარდაჭერით კავკასიაში, თურქეთსა და ცენტრალურ აზიაში მიმდინარე წლის ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო ტრანზაქცია განახორციელდა

1763037681

Galt & Taggart-ის მხარდაჭერით საქართველოს ბანკმა 450,000,000 ლარის 11.5%-იანი ევრობონდები გამოუშვა. ეს გახლავთ 2025 წლის მანძილზე კავკასიაში, თურქეთსა და ცენტრალურ აზიაში, კერძო სექტორიდან ადგილობრივი ვალუტის ევრობონდის  ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო განთავსება. ტრანზაქციაში Galt & Taggart წარმოადგენდა ტრანზაქციის წამყვან მენეჯერს ისეთ საერთაშორისო საინვესტიციო ბანკებთან ერთად როგორიცაა:  Citigroup; J.P. Morgan, BCP Securities, Oppenheimer Europe და Société Générale.

„ამაყები ვართ რომ Galt &Taggart-ის მხარდაჭერით საქართველოს ბანკმა ასეთი მასშტაბური მოცულობის ტრანზაქცია განახორციელა ეროვნულ ვალუტაში. ეს გახლავთ 450,000,000 ლარის  ლარში დენომინირებული ევრობონდები, რომლის  სარგებელი 11.50%-ია, მისი დაფარვის ვადად კი 2028 წლის 17 ნოემბერი განისაზღვრა. ტრანზაქციის მოცულობა კიდევ ერთხელ გვარწმუნებს თუ რამხელა ნდობაა საქართველოს ბანკის მიმართ ინვესტორების მხრიდან. ჩვენთვის  განსაკუთრებით სასიხარულოა გალტ & თაგარტის, როგორც ტრანზაქციაში ჩართული წამყვანი მენეჯერის, როლი ტრანზაქციის წარმატებით დახურვაში. მინდა მადლობა გადავუხადო პირველ რიგში Galt & Taggart-ის გუნდს მაღალი პროფესიონალიზმისათვის და ინვესტორებს გამოხატული  ნდობისთვის“,- განაცხადა გიორგი კუპრაშვილმა, Galt & Taggart- ის გენერალურმა დირექტორმა.

ინფორმაციისთის, ტრანზაქციის იურიდიულ მრჩევლებს  ინგლისისა და ამერიკის ფედერალური კანონმდებლობის შესაბამისობის კუთხით  წარმოადგენდნენ: Sidley Austin LLP და Baker & McKenzie LLP. ქართული კანონმდებლობის შესაბამისობის  კუთხით კი Dentons Georgia LLC და Andersen-ი.

ევრობონდები ირლანდიის საფონდო ბირჟაზე განთავსდება და Moody's Investors Service Ltd-ისგან Ba2 რეიტინგს მიიღებს.

დავით სონღულაშვილმა იტალიურ აგროკომპანიასთან RK Growers სოფლის მეურნეობის დარგში ინვესტირების შესაძლებლობები და საერთაშორისო ვაჭრობის საკითხები განიხილა

დავით სონღულაშვილმა იტალიურ აგროკომპანიასთან RK Growers სოფლის მეურნეობის დარგში ინვესტირების შესაძლებლობები და საერთაშორისო ვაჭრობის საკითხები განიხილა

გამოგვყევით