2025 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 20 831.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 8.6 პროცენტით მეტია. ამის შესახებ ინფორმაციას "საქსტატი" ავრცელებს.
აქედან, ექსპორტი 5 835.9 მლნ. აშშ დოლარი იყო (გაიზარდა 6.8 პროცენტით), ხოლო იმპორტი 14 995.8 მლნ. აშშ დოლარი (გაიზარდა 9.3 პროცენტით). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2025 წლის იანვარ-ოქტომბერში 9 160.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 44.0 პროცენტია