logo
Loading data...

"ბევრი ქვეყანა ვერ იტრაბახებს ასეთი პროგრამით" - ვის უფინანსებს სახელმწიფო ინსულტის შემდგომ რეაბილიტაციას

"ბევრი ქვეყანა ვერ იტრაბახებს ასეთი პროგრამით" - ვის უფინანსებს სახელმწიფო ინსულტის შემდგომ რეაბილიტაციას

1713279600

"ბევრი ქვეყანა ვერ იტრაბახებს ისეთი კარგი და ინტენსიური სარეაბილიტაციო პროგრამით, როგორიც საქართველოს აქვს", - ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, კენ ვოკლერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა რადიოგადაცემაში „ჯანმრთელობის ლაბორატორია“ განაცხადა.

მისი თქმით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ინსულტის, თავის ტვინის და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანებების შემდგომი მდგომარეობების სარეაბილიტაციო პროგრამა 2023 წლიდან ამოქმედდა და ის ძალიან წარმატებით მუშაობს.

პროგრამა 2023 წლდან ამუშავდა და ბევრი ქვეყანა ვერ იტრაბახებს ასეთ კარგი, ინტენსიური სარეაბილიტაციო პროგრამებით, რომლებიც რიგ შემთხვევაში 100, ზოგ შემთხვევაში კი 80 ან 90%-ით ფინანსდება,“ - განაცხადა ირაკლი ნატროშვილმა.

შეგახსენებთ იმ კრიტერიუმებს, რომლებსაც პროგრამით სარგებლობის მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს: დიაგნოზის ხანდაზმულობა არ უნდა აღემატებოდეს 24 თვეს.

100%-იანი დაფინანსებით სახელმწიფოს მხრიდან სარგებლობენ:

„სოციალურად დაუცველი ოჯხების მონაცემთა ერთიან ბაზაში „ რეგისტრირებული  პირები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს;

2008 წლის 6 აგვისტოდან საქართველოზე რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული თავდასხმის შედეგად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა ოჯახის წევრები

ოკუპირებული ტერიტორიის მიმდებარედ მცხოვრები ოჯახები, გორის, კასპის, ქარელის, ხაშურის, დუშეთის, ონის, საჩხერის, ზუგდიდის, წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები პირები.

ჯანდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სააღმზრდელო საქმიანობის განსახორციელებელი დაწესებულებების, დედათა და ბავშვთა თავშესაფრებისა და სათემო ორგანიზაციების ბენეფიციარები.

ზრუნვის სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებში ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებებში, ხანდაზმულთა და შშმ პირთა პანსიონატებში მცხოვრები ბენეფიციარები; მასწავლებლები; სახალხო არტისტები, სახალხო მხატვრები და რუსთაველის პრემიის ლაურეატები;

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საინფორმაციო ბაზაში რეგისტრირებული ვეტერანები.

90%-იანი დაფინანსებით სახელმწიფოს მხრიდან სარგებლობენ:

საპენსიო ასაკის სახელმწიფო პენსიის მიმღები პირები (ქალი-60წლიდან , მამაკაცი 65 წლიდან )

80%-იანი დაფინანსებით სახელმწიფოს მხრიდან სარგებლობენ:

შშმ სტატუსის მქონე პირები

სტუდენტები (მათ შორის, პროფესიული სტუდენტები)

jandacva.ge

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით