logo
Loading data...
მთავარი ჯანდაცვა

სტატია

საქართველოდან ექსპორტზე ყველაზე მეტი მედიკამენტი ყირგიზეთში გავიდა

საქართველოდან ექსპორტზე ყველაზე მეტი მედიკამენტი ყირგიზეთში გავიდა

1720185720

საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოში მედიკამენტების ექსპორტ-იმპორტი გაიზარდა.აღნიშნულ პერიოდში საქართველოდან ექსპორტზე 2 067 ტონა დაფასოებული სამკურნალო საშუალებები გავიდა, რაც 2022 წლის მონაცემს 247 ტონით აღემატება.

ფულად გამოხატულებაში ექსპორტმა 2023 წელს 126.5 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, 2022-ში კი - 109.5 მილიონი დოლარი. მთლიან ექსპორტში დამკურნალო საშუალებებს 2,1% უკავია.

რაც შეეხება იმპორტს, გასულ წელს ქვეყანამ უცხოეთის ბაზრებიდან 13 301 ტონა სამკურნალო საშუალებები შემოიტანა (მთელი იმპორტის 3,5%), რაც წინა წლის მონაცემებს 733 ტონით აღემატება. ფულად გამოხატულებაში იმპორტმა 543.1 მილიონი დოლარი შეადგინა, 2022 წელს კი ეს მაჩვენებელი 404.1 მილიონი დოლარი იყო.

ამასთან ექსპორტიორ ქვეყნებს შორის პირველია უზბეკეთი, სადაც 65,824 მლნ ღირებულების (697,85 ტონა) დაფასოებული სამკურნალო საშუალებები გავიდა. მეორე ადგილზეა აზერბაიჯანი 26, 04 მილიონი დოლარის (670,68 ტონა) ექსპორტით. სომხეთი კი მესამეა 11, 512 მილიონი დოლარის ექსპორტით.

საექსპორტო ბაზრებს შორის ასევეა: ბელგია, ბელარუსი, შრი-ლანკა, ესტონეთი, საფრანგეთი,  გერმანია, განა, ინდოეთი, ირანი, ერაყი, ყაზახეთი, კენია, ყირგიზეთი, ლატვია, ლიბია,  მონღოლეთი, რუსეთი, თურქეთი, გაერთიანებული სამეფო, აშშ და ა.შ.

ცნობისთვის: 2023 წელს საქართველოდან ექსპორტზე 2 067 ტონა დაფასოებული სამკურნალო საშუალებები გავიდა, რაც 2022 წლის მონაცემს 247 ტონით აღემატება.

jandacva.ge

გამოგვყევით