logo
Loading data...
მთავარი მსოფლიო

სტატია

ჩინეთი ახალი მეგა პორტით სამხრეთ ამერიკისკენ სავაჭრო გზას აფართოებს

ჩინეთი თავისი Belt and Road ინიციატივის ფარგლებში, პერუს ქალაქ ჩანკაიში მეგა პორტს აშენებს. 3.5 მილიარდი დოლარის ღრმაწყლოვანი პორტი ფუნქციონირებას წლის ბოლოს დაიწყებს, რითაც, ჩინეთს პირდაპირი კარიბჭე გაეხსნება რესურსებით მდიდარ რეგიონთან.

ბოლო ათი წლის განმავლობაში, პეკინმა უკვე ჩაანაცვლა შეერთებული შტატები, როგორც სამხრეთ ამერიკის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი, სრულად შთანთქა რეგიონის სოიო, სიმინდი და სპილენძი.

ეს იქნება ჩინეთის პირველი პორტი სამხრეთ ამერიკაში, სადაც მას შეეძლება უმსხვილესი სატვირთო გემების განთავსება, რომლებიც, პირდაპირ, შემოვლითი გზების გარეშე, აზიაში გაემგზავრებიან. ზოგიერთი ექსპორტიორისთვის შესაძლებელია, მგზავრობის დრო ორი კვირითაც შემცირდეს.

პეკინი და ლიმა იმედოვნებენ, რომ ჩანკაი გახდება რეგიონალური ჰაბი, როგორც სპილენძის ექსპორტისთვის ანდების ქვეყნებიდან, ასევე სოიოსთვის - დასავლეთ ბრაზილიიდან. ეს ნედლეული ამჟამად, პანამის არხით გადაიზიდება, ან/და ჩინეთამდე ჩასაღწევად ატლანტის ოკეანეში გადის.

ჩინეთის Belt and Road ინიციატივის ახალი პორტი შეერთებული შტატებისა და ევროპისთვის გამოწვევაა - ისინი ლათინურ ამერიკაში პეკინის მზარდი გავლენის წინააღმდეგ იბრძვიან. თუმცა, გაიმარჯვა პეკინმა - მოკავშირეების მოპოვებაში და პოლიტიკური ფორუმების, ფინანსებისა და ტექნოლოგიებისთვის ბერკეტების მოძიებაში.

პორტის მშენებლობა ჩანკაიში, ლიმადან ჩრდილოეთით, 80 კილომეტრში 2018 წელს დაიწყო. მშენებლობის დიდ ნაწილს ჩინეთის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული Cosco Shipping აკონტროლებს. მოსალოდნელია, რომ პირველი ფაზა 2024 წლის ნოემბერში დასრულდება.

ამავე პერიოდში, პერუში, ჩინეთის პრეზიდენტს სი ძინპინს მოელიან - აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტზე, და შესაძლოა, პორტიც გახსნას - ამის შესახებ ლიმაში დიპლომატიური წყარო იტყობინება.

პერუს მთავრობა პორტის მახლობლად ექსკლუზიური ეკონომიკური ზონის განთვსებას გეგმავს, ხოლო Cosco ქალაქის მახლობლად ინდუსტრიული ჰაბის აშენებას აპირებს. ეს იქნება სივრცე, სადაც, აზიაში გაგზავნამდე, მარცვლეული, ბრაზილიური ხორცი და სხვადასხვა ნედლეული დამუშავდება.

გამოგვყევით