logo
Loading data...

იაპონელებმა რაციონში მარილის შესამცირებლად ინოვაციური კოვზი შექმნეს

იაპონელებმა რაციონში მარილის შესამცირებლად ინოვაციური კოვზი შექმნეს

1716352343

იაპონელმა მკვლევრებმა ინოვაციური კოვზი შექმნეს - ისინი იმედოვნებენ, რომ ახალი ტექნოლოგია მომხმარებლებს ნატრიუმის მოხმარების შემცირებასა და ჯანსაღი დიეტის პოპულარიზაციაში დაეხმარება.

იაპონური სასმელების გიგანტის Kirin Holdings-ის მიერ შემუშავებული მოწყობილობა ასე მუშაობს: სუსტი ელექტრული ველის გავლის გზით ნატრიუმის იონის მოლეკულები ნერწყვთან შეხებისას ძლიერდება, ეს კი, აძლიერებს საკვების მარილიანობის აღქმას.

მოწყობილობა 60 გრამს იწონის და ლითიუმის ელემენტებზე მუშაობს, რომელიც იტენება.

ნატრიუმის ჭარბი მიღება მაღალი არტერიული წნევის, ინსულტის და სხვა დაავადებების გახშირებასთან არის დაკავშირებული.

Kirin Holdings-ში აცხადებენ, რომ ტექნოლოგიას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იაპონიაში, სადაც საშუალოდ, ზრდასრული ადამიანი დღეში დაახლოებით 10 გრამ მარილს მოიხმარს. ეს ორჯერ მეტია, ვიდრე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებული რაოდენობა.

„ადამიანებმა მარილის მიღება უნდა შეამცირონ, თუმცა, შეიძლება, ძალიან რთული იყოს ყოველდღიური დიეტისა და რაციონის შეცვლა, რომელსაც ჩვენ შევეჩვიეთ. ჩვენ შევქმენით ელექტრო მარილის ინსტრუმენტი, რათა ამ გზით შევცვალოთ მარილის მიღების პრაქტიკა და ადამიანები მივაჩვიოთ მსუბუქი გემოს კერძებს“ - ამბობს Kirin Holdings-ის მკვლევარი აი სატო.

მწარმოებელი გეგმავს, მიმდინარე თვეში 200 ელექტრო-მარილის კოვზი ონლაინ გაყიდოს. ამ ეტაპზე მისი ფასი 127 დოლარია. პროდუქტი შეზღუდული რაოდენობით იაპონურ საცალო ვაჭრობაში ივნისში ჩაეშვება.

კომპანია იმედოვნებს, რომ მოწყობილობას ხუთი წლის განმავლობაში 1 მილიონ მომხმარებელს მიაწვდის გლობალურად. საზღვარგარეთ გაყიდვები 2025 წელს დაიწყება.

ეკა გაზდელიანი

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით