logo
Loading data...
მთავარი მსოფლიო

სტატია

Nissan-ი დიდი ბრიტანეთის ქარხანაში $1.4 მლრდ-ის ინვესტიციას განახორციელებს

Nissan-ი დიდ ბრიტანეთში, თავის ქარხანაში 1,4 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელებს. მიზანი მისი ორი პოპულარული კროსოვერის მოდელის ელექტრო ვერსიის გამოშვებაა. ახალი ინვესტიცია კი, ელექტრომობილებზე გადასვლის ფონზე, ბრიტანეთის ავტო ინდუსტრიისთვის სტიმული იქნება.

ჩრდილო-აღმოსავლეთ ინგლისში, სანდერლენდის ქარხნის თანამშრომლებთან საუბრისას Nissan-ის გლობალურმა პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა მაკოტო უჩიდამ განაცხადა, რომ დაგეგმილია Qashqai, Duke და Leaf მოდელების „მომავალი ვერსიების“ გამოშვება.

იაპონურმა ავტომწარმოებელმა განაცხადა, რომ მთლიანობაში, მას დასჭირდება სამი მილიარდი ფუნტის ინვესტიციის განხორციელება, მათ შორის ბრიტანეთში მესამე ელემენტების ქარხნის ასაშენებლად და ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის. კომპანია გეგმავს 2030 წლისთვის ევროპაში მხოლოდ სრულად ელექტრო მანქანები აწარმოოს.

ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა რიში სუნაკმა განაცხადა, რომ Nissan-ის ინვესტიცია დიდ ბრიტანეთში ქვეყნის მიმართ ნდობაზე მიუთითებს.

გარიგება გლობალური საინვესტიციო სამიტის წინ შედგა, სადაც რიში სუნაკი სიტყვით გამოდის და სადაც, ის შეეცდება უცხოური კომპანიების მხრიდან ინტერესი აღადგინოს - რომლებიც 2016 წელს Brexit-ისა და მას შემდეგ, პოლიტიკური არეულობის გამო ბრიტანეთიდან გავიდნენ.

Nissan-ის გარიგებას წინ უსწრებდა ინდოეთის Tata Motors-ის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, კომპანია 4 მილიარდ ფუნტს ჩადებს დიდი ბრიტანეთის ელექტრომობილების (EV) ელემენტების ქარხანაში, თავისი Jaguar Land Rover ქარხნების ელემენტებით მოსამარაგებლად.

გამოგვყევით