logo
Loading data...
მთავარი მსოფლიო

სტატია

Reuters: ნოემბერში სურსათის მსოფლიო ფასებმა 19 თვის მაქსიმუმს მიაღწია

გაეროს სურსათის მსოფლიო ფასების ინდექსი ნოემბერში, 2023 წლის აპრილის შემდეგ, უმაღლეს დონემდე გაიზარდა,- ამის შესახებ Reuters-ი წერს.  

ფასების ინდექსი, რომელიც შედგენილია გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიერ, რათა თვალყური ადევნოს მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნად სავაჭრო სასურსათო საქონელს, 127,5 პუნქტამდე გაიზარდა, რაც წინა წელთან შედარებით, 5,7%-ით მეტია.

მაგალითად, მცენარეული ზეთის ინდექსმა 7,5%-ით მოიმატა და 32%-ით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს. ამის გამომწვევ მიზეზად კი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში გადაჭარბებული წვიმის გამო პალმის ზეთის მოსალოდნელზე დაბალ გამომუშავებას ასახელებენ. 

ასევე, სოიოზე ფასების მატება იმპორტის გლობალური მოთხოვნის ზრდას უკავშირდება, ასევე გაიზარდა რაფსის და მზესუმზირის ზეთის ღირებულება.

აღსანიშნავია, რომ მარცვლეულის ფასები ოქტომბრიდან 2,7%-ით დაეცა ხორბლისა და ბრინჯის დაბალი ფასების გამო, ხოლო შაქრის ოქტომბრიდან დღემდე 2,4%-ით.  

ცალკეულ ანგარიშში FAO-მ 2024 წელს მარცვლეულის გლობალური წარმოების პროგნოზი შეამცირა 2,848 მილიარდი მეტრული ტონიდან 2,841 მილიარდამდე. ამასთან, მათი ვარაუდით, 2024/25 წლებში მარცვლეულის მსოფლიო ათვისება 0,6%-ით, 2,859 მილიარდ ტონამდე გაიზრდება, მზარდი მოხმარების წყალობით. შედეგად, FAO მოელის, რომ მარცვლეულის მარაგის გამოყენებასთან დაკავშირებული თანაფარდობა, 2025 წლის სეზონის დასასრულს, 30.1%-მდე დაეცემა. 

გამოგვყევით