Tesla ელექტრო პიკაპის Cybertruck-ის გამოშვებას იწყებს. საწყისი ფასი $60,990-ია.
კომპანიამ ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ Cybertruck-ის მიწოდება დაიწყო. ელექტრომანქანის ყველაზე დაბალი ღირებულების ვერსია იმაზე 50%-ით მეტია, რასაც აღმასრულებელი დირექტორი ილონ მასკი 2019 წელს აანონსებდა.
ტეხასში, ოსტინში გამართულ ღონისძიებაზე ახალი Cybertruck მასკმა სცენაზე გამოყვანა და გასაღები ათამდე მომხმარებელს გასაღები გადასცა.
Cybertruck 1.8 მეტრის სიგრძე აქვს, სიგანე 1.2 მეტრია, ტვირთამწეობა 5000 კგ. სატვირთო მანქანა დამზადებულია მბზინავი უჟანგავი ფოლადისგან. მასკმა თქვა, რომ დიზაინი ნაწილობრივ შთაგონებულია მანქანა-წყალქვეშა ნავით, რომელიც 1977 წელს გამოჩნდა ჯეიმს ბონდის ფილმში The Spy Who Loved Me.
Cybertruck, რომელიც ორი წლით ჩამორჩება გამოშვების გრაფიკს, მომგებიანი პიკაპის ბაზარზე შემოდის, რათა კონკურენცია გაუწიოს ისეთ მანქანებს, როგორიცაა Ford's F150 Lightning, Rivian Automotive's R1T და General Motors' Hummer EV.
Cybertruck-მა მილიონზე მეტი დაჯავშნის მსურველი უკვე მიიზიდა, რომლებმაც 100 დოლარი დადეს დეპოზიტად. ახალი ჯავშნის წამოწყების ღირებულება 250 დოლარია.