1-ელი მარტიდან არასასრუველი სარეკლამო SMS-ები აღარ მოგივათ. აღნიშნულ ცვლილებას პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ახალი კანონი ითვალისწინებს.
"ახალი კანონის მიხედვით გაიზრდება ჯარიმები, ჩამოყალიბდება მონაცემთა დაცვის ოფიცრის ინსტიტუტი, პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავება მოხდება ახლებური წესით და ა.შ.,"-აღნიშნულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.