logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

1 სექტემბრიდან წვევამდელებს ახალი ვალდებულება უჩნდებათ

2026 წლის 1 სექტემბრიდან წვევამდელებს ახალი ვალდებულება უჩნდებათ.

საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებით,  საქართველოდან დროებით გასული საქართველოს მოქალაქე, რომელიც  ექვემდებარება წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლას, ვალდებულია სათანადო შეტყობინების ან უწყების ჩაბარებისთანავე, გონივრულ ვადაში ჩამოვიდეს საქართველოში და გამოცხადდეს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისთვის შექმნილი გამწვევი კომისიის სხდომაზე.

"პროფესიული სამხედრო მოსამსახურე პირად საქმეზე საქართველოდან მიემგზავრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმებული შესაბამისი ნებართვით.“ -აღნიშნულია დოკუმენტში. 

გამოგვყევით