ინფორმაცია განახლებადია
ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში დღეს გაზის აფეთქებას ნგრევა მოჰყვა. ამ დროისთვის სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები მიმდინარეობს.
18:51 სთ - ფონიჭალაში ნანგრევებიდან ამ დროისთვის სამი ცხედარია ამოსვენებული. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, სამი ცხედრიდან ორი ქალბატონი და ერთი მცირეწლოვანია.
როგორც მღებრიშვილმა აღნიშნა, მიმდინარეობს სამი პირის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები. მანამდე მაშველებმა ნანგრევებიდან მცირეწლოვანი გოგონა ამოიყვანეს. როგორც ინგოროყვას კლინიკაში განაცხადეს, გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
19:51 სთ - ამ ეტაპისთვის მაშველებმა ჯამში 4 ადამიანის ცხედარი ამოასვენეს. ახლა მაშველები ნანგრევებში კიდევ 2 პირს ეძებენ.
21:40 სთ - ამ ეტაპისთვის მაშველებმა ჯამში 5 ადამიანის ცხედარი ამოასვენეს. ახლა მაშველები ნანგრევებში 1 პირს ეძებენ.