logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

დღეს, ჩვენ უკვე გვყავს 360-მდე ლიცენზირებული მგზავრთა გადამყვანი - ავტოსადგური "ოკრიბა"

საქართველოში ავტოსადგურების რეფორმის სრულმასშტაბიანი ამოქმედებიდან უკვე 1 წელზე მეტია გასული. როგორც ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ამბობენ, ქვეყანაში მგზავრთა უსაფრთხოდ გადაყვანისთვის, მათ უკვე არაერთი ნაბიჯი გადადგეს.

როგორც ვიცით, ავტოსადგურების რეფორმის ძირითადი ნაწილი ძალაში 2025 წლის 1-ელი ივნისიდან შევიდა და აქ იგულისხმება ავტოსადგურების სერტიფიცირება, კლასიფიკაცია, სანებართვო სისტემის ამოქმედება და სხვა. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ჩვენ ახლა ვიმყოფებით რეფორმის პირველ ტალღაში. უკვე მოვიპოვეთ პირველი კლასის ავტოსადგურის ლიცენზია. ვფიქრობ, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, აღნიშნულ ინდუსტრიაში, ამ მასშტაბის რეფორმა არ განხორციელებულა“, - განუცხადა „ბიზნესპარტნიორს“ ავტოსადგურ „ოკრიბას“ იურისტმა პაატა ყვავაძემ.

მისი თქმით, რეფორმა რამდენიმე ტალღისგან შედგება.

„უამრავი ასპექტი აქვს ამ რეფორმას, რამაც გააუმჯობესა ბევრი მიმართულება, მათ შორის  - მგზავრის უსაფრთხოება, კომფორტი, ხელმისაწვდომობა. დღევანდელი მოცემულობით, კანონიდან გამომდინარე, ავტოსადგურს არ აქვს უფლება არალიცენზირებულ მგზავრთა გადამყვანთან ჰქონდეს იურიდიულ - სამართლებრივი ურთიერთობა. აქედან გამომდინარე, დღეს ჩვენ უკვე გვყავს 360-მდე ლიცენზირებული მგზავრთა გადამყვანი და ეს ლიცენზირებულობა თავის თავში ბევრ რამეს მოიცავს. ამის უკან ბევრი შრომაა, რომელიც გასწიეს მგზავრთა გადამყვანებმა: სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოება, მძღოლების კვალიფიკაცია და სხვა. ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მძღოლებისთვის დაწესდა პერიოდული სამედიცინო შემოწმებისა და ინსტრუქტაჟის მოთხოვნები“, - განმარტა პაატა ყვავაძემ.

მისივე ინფორმაციით, ამასთან, ნელ-ნელა უკვე დაიწყო ელექტრონული ბილეთებისა და რეისების უფრო გამჭვირვალე აღრიცხვის დანერგვა.

„ჩვენ გვაქვს ავტოსადგურ „ოკრიბას“ განვითარების გრძელვადიანი გეგმა, რომელშიც შედის როგორც ინფრასტრუქტურული, ისე ტექნოლოგიური ცვლილება. ტექნოლოგიური კუთხით, უკვე აქტიურად მიმდინარეობს პროგრესი, რაც გულისხმობს ჩვენი სერვისების სრულად გაციფრულებას“, - განმარტა ავტოსადგურ „ოკრიბას“ იურისტმა.

ცნობისთვის, ავტოსადგურების რეფორმის ფარგლებში, მგზავრთა უსაფრთხოდ გადაყვანის მიზნით, 2027 წლიდან ახალი რეგულაციებიც ამოქმედდება. კერძოდ, ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განხორციელებისას, სავალდებულო გახდება სატრანსპორტო საშუალებების აღჭურვა ტაქოგრაფითა და სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობით.

"ყველა ცვლილება და რეგულაცია ემსახურება მიზანს, რომ ქართული ღვინო გახდეს მეტად ხარისხიანი და საერთაშორისო ბაზრებზე კონკურენტუნარიანი" - ლევან მეხუზლა

"ყველა ცვლილება და რეგულაცია ემსახურება მიზანს, რომ ქართული ღვინო გახდეს მეტად ხარისხიანი და საერთაშორისო ბაზრებზე კონკურენტუნარიანი" - ლევან მეხუზლა

გამოგვყევით