logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

გიორგი ჩაკვეტაძე: "ქართული ოცნება" არის პირველი ხელისუფლება, რომელიც უმაღლეს განათლებას უფასოს ხდის

გიორგი ჩაკვეტაძე: "ქართული ოცნება" არის პირველი ხელისუფლება, რომელიც უმაღლეს განათლებას უფასოს ხდის

1765275966

„სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლას სრულად სახელმწიფო დააფინანსებს. სწორედ ,,ქართული ოცნებაა" პირველი ხელისუფლება, რომელიც უმაღლეს განათლებას ხდის უფასოს“, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ჩაკვეტაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

გიორგი ჩაკვეტაძის განცხადებით, უმაღლესი განათლების სისტემა 3+1+1 მოდელზე გადადის. ბაკალავრიატი სამწლიანი, ხოლო მაგისტრატურა - ერთწლიანი ხდება. დოქტორანტურის საფეხურზე სწავლის გაგრძელების მსურველებს დამატებით ერთწლიანი მაგისტრატურის გავლა მოუწევთ. მისივე თქმით, თბილისთან ერთად საუნივერსიტეტო ქალაქებად რუსთავი და ქუთაისი განვითარდება.

„ვინ, ვინ და - ისევ „ნაცებმა“ გამოიდეს თავი. ქართული საგანმანათლებლო სისტემის მესაფლავეებმა ქართული განათლების რეფორმის გაკრიტიკება სცადეს. ,,ბუმბულგაცვენილ თუთიყუშთან" ერთად ამ საკითხზეც კი გაბედეს მითების გავრცელება“, - აღნიშნა გიორგი ჩაკვეტაძემ.

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ განათლების რეფორმის გარეშემო გავრცელებულ მითებზე ისაუბრა. მისი თქმით, მითია, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ, ვისაც სურვილი ექნება, უცხოეთში ვეღარ გააგრძელებს სწავლას. ასევე მითია ისიც, თითქოს აბიტურიენტს მხოლოდ ერთი პროგრამის არჩევა შეეძლება.

„პრემიერ-მინისტრის ინტერპელაციაზე „ნაცებთან“ დაახლოებული „გახარიებისგან“ მოვისმინეთ, თითქოს სტუდენტები ქალაქში ხელს გვიშლიან და ქალაქგარეთ ამიტომ გაგვყავს. როდესაც ადამიანს შეგნებულად არ ესმის, რას ნიშნავს საუნივერსიტეტო გეოგრაფიის დეკონცენტრაცია, განათლების რეფორმა ნამდვილად დროულია. ვფიქრობდი და გიორგი გახარიას პრემიერობის დროინდელი განათლების ვერც ერთი რეფორმა გავიხსენე. კიდევ კარგი, არ ჰქონდა, თორემ შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს პოლიციის აკადემიას უნივერსიტეტის სტატუსი წაართვა და წარმომიდგენია, პრემიერობისას რას იზამდა. შსს აკადემიას ისევ ჩვენ ვუბრუნებთ საუნივერსიტეტო სტატუსს. ამ მითების გავრცელების ავტორები კიდევ ერთხელ გვარწმუნებენ განათლების, მათ შორის, უმაღლესი განათლების რეფორმის განხორციელების აუცილებლობაში“, - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ. 

გამოგვყევით