logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

პირველ კვარტალში მართვის მოწმობა 7 400-მდე ადამიანმა აიღო

2026 წლის პირველ კვარტალში მართვის მოწმობა 7 400-მდე ადამიანმა აიღო. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის თანახმად, წლის პირველ სამ თვეში ყველაზე ასაკოვანი მოქალაქე, რომელსაც ავტომობილის მართვის უფლება მიენიჭა 73 წლისაა. ყველაზე ახალგაზრდა კი 16 წლის.

მართვის მოწმობების უმრავლესობა საქართველოს მოქალაქეებზეა გაცემული, თუმცა შსს-ს სტატისტიკაში ასევე არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომელთა შორისაც რუსეთის მოქალაქეობის მქონე პირები ლიდერობენ. ქართული მართვის მოწმობა ასევე აღებული აქვთ აზერბაიჯანის, თურქეთის, უკრაინის, პაკისტანის, ყაზახეთის, ბანგლადეშის იორდანიის და სხვა ქვეყნის მოქალაქეებს.

რაც შეეხება გასული წლის მონაცემებს, 2025-ში საქართველოში ჯამურად გაცემული მართვის მოწმობების რაოდენობა თითქმის ათასი ერთეულით გაიზარდა. შსს-ის პირველადი მონაცემებით, გასული წლის განმავლობაში გაცემულია 29 647 მართვის მოწმობა

გამოგვყევით