logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

"ყაზბეგის" საბაჟო გამშვებ პუნქტზე 3 კილოგრამამდე არადეკლარირებული ვერცხლის გრანულები აღმოაჩინეს

"ყაზბეგის" საბაჟო გამშვებ პუნქტზე 3 კილოგრამამდე არადეკლარირებული ვერცხლის გრანულები აღმოაჩინეს

1781599737

,,ყაზბეგის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, მალულად განთავსებული 3 კილოგრამამდე არადეკლარირებული ვერცხლის სხვადასხვა ზომისა და წონის გრანულები აღმოაჩინეს.

არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 15 112 ლარი შეადგინა.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

გამოგვყევით