logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

26 მაისს, ღვინის ეროვნული სააგენტო, ქუთაისში კონცეფციით - "საქართველო ღვინის სამშობლო" წარდგება

26 მაისს, ღვინის ეროვნული სააგენტო, ქუთაისში კონცეფციით - "საქართველო ღვინის სამშობლო" წარდგება

1748170980

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტო ქალაქ ქუთაისში წარდგება კონცეფციით - „საქართველო ღვინის სამშობლო“

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო ქალაქ ქუთაისში წარდგება კონცეფციით - „საქართველო ღვინის სამშობლო“.

საზეიმო ღონისძიების ფარგლებში, ქუთაისის ისტორიულ ბალახვანის უბანში, 100 საფეხურიანი კიბის  ტერიტორიაზე შემდეგი ღონისძიებებია დაგეგმილი:

13:00 - 17:00 საათი - გაიმართება ადგილობრივი ღვინის მწარმოებლების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა

14:00 - 17:00 საათი - სტუმრები იმერული ჯიშის ღვინოების დაგემოვნებას ღვინის სივრცეში სომელიეს თანხლებით შეძლებენ.

13:15 – 15:00 საათი - გაიმართება კონცერტი ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლებისა და შემსრულებლების მონაწილეობით.

17:10 საათზე, ზუსტად იმ დროს, როდესაც 1918 წელს საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა, საქართველოს ეროვნული ჰიმნი შესრულდება.

ღონისძიება დასრულდება საზეიმო კონცერტით.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ქ. ქუთაისში, ქ. თელავსა და ქ. ახალციხეში გაიმართება.

"პარტია "ქართული ოცნება" არის ძალა, რომელმაც კონსტიტუციაში შეიტანა ჩანაწერი, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკის უმაღლესი პრიორიტეტია ევროპული ინტეგრაცია"-სონღულაშვილი

"პარტია "ქართული ოცნება" არის ძალა, რომელმაც კონსტიტუციაში შეიტანა ჩანაწერი, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკის უმაღლესი პრიორიტეტია ევროპული ინტეგრაცია"-სონღულაშვილი

გამოგვყევით