logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სოფლის განვითარების სააგენტო თელავში აღნიშნავს

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სოფლის განვითარების სააგენტო თელავში აღნიშნავს

1748170668

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული ღონისძიების ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტო  მოქალაქეებს ქ. თელავში ცენტრალურ მოედანზე უმასპინძლებს.

ღონისძიების სტუმრები გაეცნობიან სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარების მიერ წარმოებულ პროდუქციას, მოეწყობა ქართული ღვინის სადეგუსტაციო კუთხე, ჩატარდება კახური ტრადიციული კერძების კულინარიული მასტერკლასი. გამოფენაზე „საქართველო ღვინის სამშობლო“ წარმოდგენილი იქნება უძველესი სამუზეუმო ექსპონატების ასლები. ღონისძიებები ასევე მოიცავს კოსტიუმირებული მსახიობების მსვლელობას, ბავშვებისათვის შექმნილ შემეცნებით სივრცეს და  საბავშვო სპექტაკლს. სამახსოვრო ფოტოების გადასაღებად, მოეწყობა ფოტოზონა.  გამოიფინება თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკა.

17:10 სთ-ზე,  საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიული დრო საზეიმოდ აღინიშნება.

ღონისძიება დასრულდება საზეიმო კონცერტით.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს   ქ. თელავში, ქ. ქუთაისსა და ქ.  ახალციხეში სხვადასხვა აქტივობით  საზეიმოდ აღნიშნავს.

"პარტია "ქართული ოცნება" არის ძალა, რომელმაც კონსტიტუციაში შეიტანა ჩანაწერი, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკის უმაღლესი პრიორიტეტია ევროპული ინტეგრაცია"-სონღულაშვილი

"პარტია "ქართული ოცნება" არის ძალა, რომელმაც კონსტიტუციაში შეიტანა ჩანაწერი, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკის უმაღლესი პრიორიტეტია ევროპული ინტეგრაცია"-სონღულაშვილი

გამოგვყევით