logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

8000-წლიანი ტრადიცია და თანამედროვე მემკვიდრეობა — გურჯაანის ღვინის ფესტივალი 10 წლისაა

8000-წლიანი ტრადიცია და თანამედროვე მემკვიდრეობა — გურჯაანის ღვინის ფესტივალი 10 წლისაა.  მევენახეობისა და მეღვინეობის მთავარ დღესასწაულს კვლავ ახტალას პარკი უმასპინძლებს. საუკეთესო ღვინოები, ჭაჭა, მრავალფეროვანი გემოები და იუბილესთან დაკავშირებული სიახლეები - ყველაფერი ერთი გზავნილის ქვეშ: „თანამედროვე მემკვიდრეობა“ - ერთიანდება.

როგორც გურჯაანის ღვინის ფესტივალის ბრენდამბასადორი აღნიშნავს, ღონისძიების სტუმრების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. შარშან ვიზიტორთა რიცხვმა  30 000-ს მიაღწია.წელს მოლოდინია, რომ ეს მაჩვენებელი გაუმჯობესდება.

წლევანდელი კონცეფცია საკმაოდ მნიშვნელოვან საკითხს ეხმაურება, რაც ჩვენი კულტურის და ადათ-წესების შენარჩუნებაა, და ასევე მათი თანამედროვე ენაზე თარგმნა. მომავლისკენ ხედვა და ჩვენი კულტურის ადაპტირება. წლიდან წლამდე იზრდება მნახველების რაოდენობა. დიდი ინტერესია უცხოელი სტუმრებისგან, ღვინის იმპორტიორებისგან. ეს ქმნის ერთგვარ პლატფორმას ადგილობრივი მეწარმეებისთვის, რომ მათი პროდუქცია გახადონ კონკურენტუნარიანი როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო ბაზრებზე.“-აღნიშნა შოთა ნატროშვილმა.

მისივე ინფორმაციით, შარშან ფესტივალზე 150 მეღვინეობა იყო წარმოდგენილი და ასევე 120 ადგილობრივი მეწარმე.

„ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ იმ ფაქტს, რომ წარმოდგენილი იყოს ქვევრის ღვინის მრავალფეროვნება. ეს ფესტივალი მნიშვნელოვანია იმ მხრივ რომ საქართველოში ერთ სივრცეში, ერთ დღეს თავს იყრის ქართული ღვინის პროდუქცია და გასტრონომია. ეს ქმნის შესაძლებლობას ადგილობრივი რესტორნებისთვის, სასტუმროებისთვის. ზრდის მათ დატვირთულობას.ღონისძიებისგან ჩვენ ყოველთვის მაქსიმუმს ველით. შარშან 45 ათასი ლიტრი ღვინო გაიყიდა და დაილია. ამ რიცხვების გაუმჯობესებას ვპროგნოზირებთ.“-აღნიშნა შოთა ნატროშვილმა.

გამოგვყევით