logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის დეგუსტაცია ქალაქ კიოლნში გაიმართა

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის დეგუსტაცია ქალაქ კიოლნში გაიმართა

1782198540

გერმანიის ქალაქ კიოლნში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა, რომელიც ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერითა და სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანია ff.k Public Relations-ის  ორგანიზებით ჩატარდა.

ღონისძიების მთავარი კონცეფცია ქართული ღვინის ადგილობრივ სამზარეულოსთან შეხამება იყო. დეგუსტაციას 20-მდე ინფლუენსერი, კონტენტ-კრეატორი და მედიის წარმომადგენელი დაესწრო. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ საქართველოს სხვადასხვა მევენახეობის რეგიონიდან წარმოდგენილი შვიდი დასახელების ქართული ღვინო.

ღონისძიებას უძღვებოდა ცნობილი კულინარიული ბლოგერი და კონტენტ-კრეატორი ჯელენა ლოზო (Jelena Lozo), რომლის აუდიტორია ხარისხიანი სამზარეულოთი და ღვინით დაინტერესებულ მომხმარებლებს აერთიანებს. მისი ჩართულობა მნიშვნელოვანია ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის ზრდისთვის გერმანიაში, რომელიც ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული საექსპორტო ბაზარია.

გერმანიის ბაზარზე ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის ზრდის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტო მარკეტინგულ კომპანია ff.k Public Relations-თან  2021 წლიდან თანამშრომლობს. კამპანიის ფარგლებში გერმანიის სხვადასხვა ქალაქში ტარდება დეგუსტაცია-სემინარები ღვინის პროფესიონალებისთვის, სავაჭრო სექტორის წარმომადგენლებისა და მომხმარებლებისთვის; ქართული ღვინო წარმოდგენილია საერთაშორისო გამოფენებზე; ხორციელდება მიზნობრივი სარეკლამო და მედია კამპანიები; ასევე, მედიის, ღვინის პროფესიონალებისა და გაყიდვების სფეროს წარმომადგენლებისთვის ეწყობა ღვინის ტურები საქართველოში.

გერმანია ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში შედის და გაყიდვების მზარდი დინამიკით გამოირჩევა. მიმდინარე წლის იანვარ-მაისში საქართველოდან გერმანიაში ექსპორტირებულია 670 ათას ლიტრამდე ღვინო, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 33%-ით მეტია. 

გამოგვყევით