logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

ლაშა დოლიძე უზბეკეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს შეხვდა

ლაშა დოლიძე უზბეკეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს შეხვდა

1782827501

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე უზბეკეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს კაჰრამონ იულდაშევს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და უზბეკეთს შორის სოფლის მეურნეობის დარგში სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

საუბარი შეეხო აკვაკულტურის, მევენახეობა-მეღვინეობის, სამეცნიერო-კვლევითი, საგანმანათლებლო, ასევე, სოფლის მეურნეობის დარგში ციფრული ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით თანამშრომლობის და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობის საკითხებს.

„ცოდნის, გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის ურთიერთგაზიარება, დარგში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და ერთობლივი პროექტების განხორციელება ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას და სოფლის მეურნეობის სექტორის მდგრად განვითარებას შეუწყობს ხელს“, - აღნიშნა ლაშა დოლიძემ.

როგორც კაჰრამონ იულდაშევმა აღნიშნა, უზბეკეთი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოსთან აგრარულ სექტორში თანამშრომლობის გაღრმავებას და მზად არის ორმხრივად საინტერესო და სასარგებლო პროექტების განხორციელებისთვის.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

გამოგვყევით