logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

"ქვეყანაში საჭიროა სასათბურე მეურნეობების განვითარება, რადგან დამოკიდებული არ ვიყოთ კლიმატსს და იმპორტზე" - ვახტანგ ბეჟიტაშვილი

კლიმატურ პირობებზე ვართ დამოკიდებული, რაც კიდევ ერთხელ დღის წესრიგში სვამს იმ საკითხს, რომელზედაც არაერთხელ მისაუბრია, რომ საჭიროა სასათბურე მეურნეობების აქტიური განვითარება. რაც შეიძლება მეტი სასათბურე მეურნეობა უნდა იყოს, რადგან კლიმატსა და იმ მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე არ ვიყოთ დამოკიდებული, მათ შორის, ომებზე და ლოგისტიკის გართულებაზე, - ამის შესახებ „ხილ-ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა ვახტანგ ბეჟიტაშვილმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, აუცილებელია გვქონდეს ძლიერი ადგილობრივი წარმოება, მათ შორის, სასათბურე და ღია გრუნტის მიმართულებით.

"თანამედროვე ტექნოლოგიები იძლევა საშუალებას, რომ ადგილობრივი წარმოება განვავითაროთ და ის მიწა, რაც გვაქვს გამოვიყენოთ ჩვენ ხალხის გამოსაკვებად და ექსპორტზე გავიტანოთ ძალიან ბევრი მიმართულება. ქვეყანაში ამჟამად სასათბურე მეურნეობების ძალიან მცირე ნაწილია წარმოდგენილი და შესაბამისად, ფასებიც იმიტომ არის მაღალი. 

რაც შეიძლება მეტი ფინანსური რესურსები უნდა იყოს ხელმისაწვდომი ჩვენი ფერმერებისთვის და ასევე, შესაბამისი განათლება. რის შემდეგაც, რა თქმა უნდა, მოხდება ამ სოფლის მეურნეობის სექტორის გაძლიერება და უფრო მეტი პროდუქციის შექმნა, რაც ბაზარზე პროდუქციის იმ რაოდენობით წარმოდგენას გამოიწვევს, რომ ფასი დაბალი და მისაღები იქნება", - აცხადებს ვახტანგ ბეჟიტაშვილი.

გამოგვყევით