logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

შუხუთის, მაჩხვარეთისა და ღრმაღელის მოსახლეობა 700 ჰა-მდე სასოფლო-სამეურნეო მიწების დამუშავებას შეძლებს

შუხუთის, მაჩხვარეთისა და ღრმაღელის მოსახლეობა 700 ჰა-მდე სასოფლო-სამეურნეო მიწების დამუშავებას შეძლებს

1779865678

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, რიონის მარცხენა სანაპიროს დამშრობი მასივის მთისძირა არხის ტერიტორიაზე  ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტის დასრულების შემდეგ, მოსახლეობა შეუფერხებლად შეძლებს მისვლას მუნიციპალიტეტის სოფლების - შუხუთის, მაჩხვარეთისა და ღრმაღელის კუთვნილებაში არსებულ სავარგულებზე.

მიმდინარე სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა შპს „საქართველოს მელიორაციის“ დირექტორმა ტექნიკურ საკითხებში, გიორგი ხმელიძემ.

გასულ საუკუნეში აშენებული ხიდი ექსპლუატაციისთვის უკვე გამოუსადეგარი იყო, რის გამოც მისი დემონტაჟი და ახალი ხიდის მშენებლობა გადაწყდა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოსაპირკეთებელი სამუშაოები, რომელთა დასრულების შემდეგ, ადგილობრივი მოსახლეობა 700 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო მიწების დამუშავებას შეძლებს, რაც ხიდის ავარიული მდგომარეობის გამო წლების განმავლობაში ვერ ხერხდებოდა“, - განაცხადა გიორგი ხმელიძემ.

მსგავსი ინფრასტრუქტურული პროექტები ხელს უწყობს სოფლის მეურნეობის განვითარებას და მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას.

გამოგვყევით