logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

"სოფელ კარდენახში გამანაწილებელი არხი დანალექი გრუნტისგან და ხე-ბუჩქნარისგან გაიწმინდა" - "საქართველოს მელიორაცია"

"სოფელ კარდენახში გამანაწილებელი არხი დანალექი გრუნტისგან და ხე-ბუჩქნარისგან გაიწმინდა" - "საქართველოს მელიორაცია"

1766736471

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციამ“ სოფელ კარდენახში გამანაწილებელი არხის მოწესრიგება დაასრულა.

"საქართველოს მელიორაციის" ინფორმაციით, არხის 1000-მეტრიანი მონაკვეთი დანალექი გრუნტისგან და ხე-ბუჩქნარისგან გაიწმინდა. აღნიშნული სამუშაოების ჩატარების შემდეგ, სარწყავი სისტემის გამტარუნარიანობა გაიზარდა, რამაც 40 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე წყალუზრუნველყოფა გააუმჯობესა. სარწყავი წყლის სტაბილურად მიწოდება ადგილობრივ ფერმერებს  ხელს შეუწყობს ხარისხიანი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებაში.

აღსანიშნავია, რომ კახეთში, 2012-2024 წლებში განხორციელებული სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტების შედეგად, 20 140 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობია წყალუზრუნველყოფილი, სარწყავი წყლის მიწოდება 16 285 ჰექტარზე გაუმჯობესდა, დრენირებული მიწის ფართობის რაოდენობა 8 725 ჰექტარია.

გამოგვყევით