საინვესტიციო ფონდების მიმართულებით მუშაობა ფაქტობრივად დასრულებულია და ეს პროგრამა მომავალ წელს დაიწყება.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ “ბიზნესპარტნიორის” ღამის ეთერში სტუმრობისას განაცხადა, სახელმწიფო მოიწვევს აქტივების მმართველს და თვითონ იქნება ერთ-ერთი ძირითადი ინვესტორი ფონდში.
“საკანონმდებლო ახალი მიმართულებებიც გვექნება სიახლეები. უკვე პარლამენტშია კანონი ფაქტორინგის შესახებ, რომელიც არის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი განსაკუთრებით მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის. ეს ინსტრუმენტი საბრუნავი კაპიტალის უზრუნველსაყოფად გამოიყენება, კომპანიები შეძლებენ ფინანსური მისაღებელის მყისიერად კაპიტალიზაციას და საბრუნავ რესურსად გამოყენებას. ასევე, გაზაფხულზე იმედი მაქვს, რომ “უძრავი ქონების ტრასტების” შესახებაც შევიტანთ კანონპროექტს. ეს არის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი, როგორც საინვესტიციო ასევე რესურსის მოსაზიდი, ამ შემთხვევაში დეველოპერებისთვის არის სპეციალური მოწყობის ფონდები, სადაც უძრავი ქონების პროფილით ხდება რესურსების ინვესტირება”,-აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.