საქართველოს ბანკი ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს და მათთვის ახალ საგანმანათლებლო შესაძლებლობებს ქმნის. ამ მიზნით, ვითარდება საქართველოს ბანკის ბიზნესკურსის პლატფორმა, რომელსაც ახალი კურსი, „ბიზნეს პროფაილინგი“ დაემატა.
კურსი განკუთვნილია მეწარმეებისთვის, მცირე და საშუალო ბიზნესების წარმომადგენლებისთვისა და მენეჯერებისთვის, რომელთაც სურთ, ბიზნესში გადაწყვეტილების მიღების პროცესები გააუმჯობესონ.
ბიზნესკურსით მონაწილეები გაიგებენ:
- როგორ გამოიყენონ პროფაილინგი კომუნიკაციის, მართვისა და მოლაპარაკებების პროცესში;
- როგორ გაიმარტივონ ყოველდღიური სამუშაო პროცესი ადამიანურ ფაქტორებზე დაკვირვებით.
კურსს უძღვება მარიამ კვარაცხელია - კლინიკური ფსიქოლოგი და ჰედვაის აკადემიის დამფუძნებელი.
კურსზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ საქართველოს ბანკის ვებგვერდს.
ბიზნესკურსი საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აძლევს შესაძლებლობას, მენეჯმენტის, მარკეტინგის, ფინანსებისა და სხვა მიმართულებებით ცოდნა გამოცდილი სპეციალისტებისგან, ონლაინ, ნებისმიერ დროს მიიღოს. კურსები ადგილობრივი ბაზრის საჭიროებებზეა მორგებული, ხოლო პლატფორმა მუდმივად ახლდება.
ბიზნესკურსი საქართველოს ბანკის პლატფორმა Business 360°-ის ნაწილია. ეს ერთიანი სივრცეა, რომელიც ბიზნესს საგანმანათლებლო პროექტებს, ვორკშოპებსა და პრაქტიკულ რესურსებს განვითარების ყველა ეტაპზე სთავაზობს.