logo
Loading data...

"სტარტაპ საქართველომ" ინოვაციური პროექტების დაფინანსება განაახლა

"სტარტაპ საქართველომ" ინოვაციური პროექტების დაფინანსება განაახლა

1712290680

"სტარტაპ საქართველო" ინოვაციური პროექტების დაფინანსებას აახლებს - პროექტის მაქსიმალური ბიუჯეტი 100 000 ლარია და განაცხადების მიღება უკვე დაიწყო, - ამის შესახებ "სტარტაპ საქართველოს" დირექტორმა გიორგი ლომიძემ გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნული პროექტის მიმართ სტარტაპერების მხრიდან დაინტერესება საკმაოდ მაღალია. 

"ჩვენი პრიორიტეტია, რომ ისეთ დამწყებ ბიზნესებს შევუწყოთ ხელი, რომელიც ექსპორტის პოტენციალს გააჩენს ქვეყანაში და იმპორტის ჩანაცვლების შესაძლებლობაზე იმუშავებენ და ბაზრის ჩავარდნას აღმოფხვრიან კონკრეტული რეგიონის მასშტაბით. გარდა ამისა, ხელს შევუწყობთ ბიზნესებს, რომლებიც თვისობრივად ახალ გადაწყვეტებს სთავაზობენ პრობლემის ტექნოლოგიების კუთხით და გარემოს დაცვითაც - თუ რამე ისეთი ინოვაციური მასშტაბით, ან მსოფლიოში კარგად მუშაობს, მისი დუბლირება ჩვენთვის ძალიან საინტერესო იქნება. 

ჩვენ ვაფინანსებთ ბიზნეს იდეის ბიუჯეტის 90%-ს და სტარტაპერს მოეთხოვება მხოლოდ თანამონაწილეობის 10%-ის მოტანა. ისინი კომპანიაში იქნებიან წილის მაჟორიტარი მფლობელები. ჩვენ არ გვაქვს ინტერესი, რომ კომპანიაში წილს დავეუფლოთ და ჩვენ ამ წილსაც ვთმობთ კონკრეტული გამოსყიდვის ვადის გასვლის მერე და 100%-იან მფლობელობაში ვაბრუნებთ სტარტაპერთან.  ჩვენი ზედა და ქვედა ზღვარი არის 15 000-დან 100 000 ლარამდე", - განაცხადა გიორგი ლომიძემ. 

ანი მუმლაძე

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით