სამხრეთ კორეელმა მკვლევრებმა სატრანსპორტო დრონი შეიმუშავეს, რომელიც რამდენიმე მოქნილი როტორის მეშვეობით დაფრინავს, ინარჩუნებს სიმაღლეს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ის შეიძლება გამოყენებულ იქნეს, როგორც "მფრინავი საყიდლების კალათა" საქონლის გადასატანად ისეთ არათანაბარ რელიეფზე, როგორიცაა მაგ. კიბეები. ამასთან, შესაძლებელია დრონის სხვადასხვა პროდუქტით ჰაერშივე დატვირთვა, რადგან პროტოტიპი მასის შეფასების ცენტრის ალგორითმის გამოყენებით წონასწორობას ინარჩუნებს.
როგორც Reuters-ი წერს, სეულის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ეროვნული უნივერსიტეტის გუნდის მიერ შემუშავებულ პროტოტიპს სატვირთო პლატფორმა აქვს, რომელიც დამონტაჟებულია მულტიროტორული თვითმფრინავის თავზე და მას ადამიანი მსუბუქი ძალისხმევით მართავს.
გუნდი ყურადღებას, არა ისეთი საყიდლების კალათის შემუშავებაზე ამახვილებს, რომლის გამოყენებაც კიბეებზე იქნება შესაძლებელი, არამედ აპლიკაციებზე, რომელსაც დრონი გამოიყენებს საიმედო ჰორიზონტალური სტაბილურობის მისაღწევად.
„Palletrone შეიძლება იყოს უფრო მეტი, ვიდრე მფრინავი საყიდლების კალათა“, - განაცხადა მექანიკური სისტემის დიზაინის ინჟინერიის პროფესორმა, ლი სეუნ-ჯაემ და მიუთითა პროტოტიპის სახელზე, რომელიც გუნდმა ორი სიტყვის - pallet (ტვირთის პლატფორმა) ზემოდან და დრონის გაერთიანებით დაარქვა.