logo
Loading data...

Crystal Hotel & SPA - ზაფხულის პერიოდში, სასტუმროს 95%-ი დაჯავშნილია

Crystal Hotel & SPA - ზაფხულის პერიოდში, სასტუმროს 95%-ი დაჯავშნილია

1714456320

სასტუმრო Crystal Hotel & SPA-ში ზაფხულის პერიოდი 95%-ით დაჯავშნილია. ამის შესახებ სასტურმოს გაყიდვების მენეჯერმა გიორგი მაისურაძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისივე თქმით, სტუმრების 95%-დან დაახლოებით, 80%-ი  უცხოელია.

"ჩვენი სასტუმრო ივლისი-აგვსიტო 95%-ით არის დატვირთული, ხოლო ივნისის თვე 80%-ით, თუმცა მოლოდინი გვაქვს, რომ ეს მონაცემები კიდევ გაიზრდება.  თუმცა ვერ ვიტყოდი, რომ ზოგადად ბაკურიანის მიმართ იზრდება. უბრალოდ ჩვენ შევქმენით შესაბამისი ინფრასტრუქტურა სხვადასხვა სეგმენტისთვის და ამიტომ ჩვენს მიმართ დაინტერესება გაზრდილია. 

ჩვენი მომხმარებლები ბოლო პერიოდში ძირითადად უცხოელები არიან. საშუალოდ მომხმარებლების რაოდენობის  დაახლოებით, 70%-ს უცხოელები შეადგენენ. მათი მხრიდან მოთხოვნის გაზრდას პირველ რიგში ვუკავშირებ უვიზო მიმოსვლას. ასევე, საქართველო მათთვის შედარებით იაფი ქვეყანაა. გალფის ქვეყნების გარდა ტურისტები ჩამოდიან ისრაელიდანაც (ორგანიზებული ჯგუფები). ზაფხულის სეზონზე ევროპიდან და ამერიკიდან ტურისტები თითქმის არ არიან, მათი რიცხვი  დაახლოებით, 1%-ს შეადგენს. რამდენიმე წლის უკან ევროპული ჯგუფები გვყავდა, მაგრამ  დღეს სამწუხროდ აღარ არიან. ეს ტენდენცია  მთლიან საქართველოზე ვრცელდება.

რაც შეეხება ადგილობრივების მხრიდან მოთხოვნას - შემცირებულია. უმთავრესად იმის გამო, რომ ბაკურიანში საცხოვრებელი კომპლექსები აშენდა და უმეტესობამ თავად იყიდ ბინა", - აცხადებს გიორგი მაისურაძე.

მისივე ინფორმაციით, სასტუმროს ფასები წინა წელთან შედარებით არ შეცვლილა.

გარდა ამისა, გიორგი მაისურაძემ აღნიშნა, რომ Crystal Hotel & SPA ფართოვდება. 5 ვარსკვლავიან სასტუმროს ზამთრის სეზონისთვის კიდევ 60 ნომერი დაემატება.

"მიმდინარეობს მშენებლობის პროცესი და ზამთრის სეზონისთვის აღნიშნული ნაწილი დამატებული იქნება. მოთხოვნის შესაბამისად განვავითარეთ შესაბამისი ინფრასტრუქტურა. გარდა ამისა, ვგეგმავთ ჩვენი ტყე-პარკის მოწესრიგებას. ასევე, დიდი ატრაქციონების განთავსება გვსურს, თუმცა არ ვიცით აღნიშნული მიმდინარე წელს  რამდენად მოესწრება. ამ დროისთვის სამუშაოები მიმდინარეობს და მაქსიმუმ მომავალ წელს დასრულდება,"-, - აღნიშნავს მაისურაძე. 

ანი მუმლაძე

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით