logo
Loading data...

ფედერაცია: პარაპლანით ფრენა ნებადართულია ბაკურიანში, ანანურსა და გუდაურში

ფედერაცია: პარაპლანით ფრენა ნებადართულია ბაკურიანში, ანანურსა და გუდაურში

1708174800

საქართველოში პარაპლანითა და მსგავსი საშუალებებით ფრენა აღდგა.

16 იანვრიდან პარაპლანით ფრენა პილოტების კვალიფიკაციის დადასტურების, საფრენი ადგილების გადამოწმებისა და საფრენი აქტივობების ტიპების განსაზღვრის შედეგადაა დასაშვები.

როგორც პარაგლაიდინგის ფედერაციაში აცხადებენ, ამ ეტაპზე ფრენები ნებადართულია 3 ლოკაციაზე, ესაა ბაკურიანი, ანანური და გუდაური.

რაც შეეხება პილოტებს, მათი საერთო რაოდენობა 250-ზე მეტია, ხოლო კვალიფიკაცია დაუდასტურდა 90-მდე პილოტს, რომელთა ძირითადი საქმიანობაც კომერციულია, აქედან 15 თავისუფალი მფრინავია, რომლებიც სხვადასხვა ლოკაციაზე დაფრინავდნენ, თუმცა ყველგან ფრენას უკვე ვეღარ შეძლებენ, მხოლოდ ნებადართულ საფრენ ლოკაციებზე. პარალელურად ვმუშაობთ იმაზე, რომ მაქსიმალურად დავუახლოვოთ ფრენების რეგულაციის წესები საერთაშორისო სტანდარტებს, რაც ნიშნავს, რომ პარაპლანისტებს საკუთარი ფრენებისთვის გამოყოფილი ექნებათ G კლასის საჰაერო სივრცე, გარდა საჰაერო სივრცის იმ ნაწილებისა, სადაც დამატებითი შეზღუდვები მოქმედებს.“-აღნიშნავს ირაკლი კაპანაძე, პარაგლაიდინგის ფედერაციის გამგეობის თავმჯდომარე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის 8 მაისის დადგენილებით დამტკიცდა წესები, რომლებიც ადგენს:

  • საფრენი ადგილების ვარგისიანობის დადგენის მოთხოვნას;
  • ოპერატორის სერტიფიცირების საკითხს;
  • მოთხოვნებს მფრინავის მიმართ;
  • მფრინავთა კატეგორიებს/ქვეკატეგორიებს;
  • მათი მინიჭების/აღიარების და გამოცდის ჩატარების წესს
  • პარაპლანისა და მისი ელემენტების ვარგისიანობის დადგენის მოთხოვნას და შესაბამის პროცედურას;
  • ფედერაციის კომპეტენციასა და უფლება-მოვალეობებს;
  • ზედამხედველობას ფედერაციის საქმიანობაზე
  • წესით გათვალისწინებული შესაბამისი საქმიანობის განსახორციელებლად დაწესებული საფასურების ოდენობას და სხვა.

ფრენების პროცესს კი პარაგლაიდინგის ფედერაცია გააკონტროლებს, ხოლო ფედერაციის ზედამხედველობაზე პასუხისმგებლობა ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებულ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დაეკისრება.

მაკა ქოჩლაძე

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით