logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

"ქვეყანაში Mice ტურიზმზე იმაზე უფრო ნაკლები მოთხოვნაა,ვიდრე მიწოდებაა"

"ქვეყანაში Mice ტურიზმზე მოთხოვნა ნაკლებია, ხოლო მიწოდება დიდი,"- ამის შესახებ გადაცემა "ბიზნესი რუსთავი 2-თან" სასტუმრო Golden Tulip Design Tbilisi-ის გენერალურმა მენეჯერმა, ელენე ოთარაშვილმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, Mice ტურიზმზე, იგივე საქმიან ტურიზმზე პანდემიამ ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა. პანდემიის შემდგომ პერიოდში კი, სხვა ქვეყნებთან შედარებით სექტორის აღდგენის პროცესი საქართველოში უფრო ნელა მიმდინარეობს.

"წინა წლებთან შედარებით, Mice ტურიზმის მიმართულებით ინფრასტრუქტურულად უკეთ ვართ მოწყობილი. მაგალითად, ქვეყანაში ახალი საერთაშორისო სასტუმროები გაიხსნა, ტექნიკურად უკეთ ვართ აღჭურვილი და სექტორის მიმართ  მეტი ცოდნაც დაგროვდა. შესაბამისად, სექტორის განვითარების კუთხით, საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს.

აღსანიშნავია, რომ დიდი კორპორაციები საქართველოში ჩამოსვლისგან ჯერ კიდევ თავს იკავებენ, რადგან  მიიჩნევენ, რომ ჩვენს რეგიონში არასტაბილური მდგომარეობაა,"- აცხადებს ოთარაშვილი.

რაც შეეხება ტექნოლოგიების როლს, სასტუმრო Golden Tulip Design Tbilisi-ის გენერალური მენეჯერი განმარტავს, რომ ტექნოლოგიური ინოვაციებს  Mice ტურიზმში დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს იქნება აუდიო-ვიზუალური აპარატურა თუ სხვა აღჭურვილობები.

გამოგვყევით