logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

''ვმუშაობთ, რომ წელს ვიზიტორების რაოდენობა, მინიმუმ, გავაორმაგოთ'' - ვილაჯიო მირზაანი რეზორტი

''ვმუშაობთ, რომ წელს ვიზიტორების რაოდენობა, მინიმუმ, გავაორმაგოთ'' - ვილაჯიო მირზაანი რეზორტი

1712043840

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის, სოფელ მირზაანში  მდებარე  ტურისტული კომპლექსის  ,,ვილაჯიო მირზაანი რეზორტის" დამფუძნებელი რატი ტოკლიკიშვილი ‘’ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ უახლოეს პერიოდში ობიექტს ღვინის მარანი, ღია და დახურული აუზები  დაემატება. ინვესტიციის ჯამური მოცულობა დააახლოებით  ₾3 მლნ-ს შეადგენს. ეკოტურისტული ობიექტი ‘’ვილაჯიო“ აქამდე  10 ხის კოტეჯით და რესტორნით იყო წარმოდგენილი.

მიმდინარე წლის დასაწყისში კომპანიამ 15-ნომრიანი სასტუმრო გახსნა. 

როგორც ,,ვილაჯიო მირზაანი რეზორტის" დამფუძნებელი აღნიშნავს, დამსვენებლების ძირითადი ნაწილი ადგილობრივი მოსახლეობაა, თუმცა წელს შეიძლება ტენდენცია ოდნავ შეიცვალოს და უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა გაიზარდოს.

კერძოდ, რატი ტოკლიკიშვილის ინფორმაციით, ზაფხულის სეზონისთვის რამდენიმე შეკვეთა უკვე   სხვადასხვა  ქვეყნებიდანაა, მათ შორის,  საამიროებიდან, ჩინეთიდან, რუსეთიდან და უკრაინიდან. ჩინეთის შემთხვევაში კი შეიძლება გავლენა უვიზო რეჟიმის დაწესებამაც მოახდინოს.

ინფრასტრუქტურის პარალელურად  სერვისიც უფრო მრავალფეროვანი ხდება. კერძოდ, მოეწყობა  საკონფერენციო დარბაზები,  ასევე  კვადრო და  საცხენოსნო ტურები, ჩატარდება ღვინის მასტერკლასები  და სხვა.

ტურისტული კომპლექსის ერთ-ერთი უპირატესობა ლოკაციაა. მირზაანში, ნიკო ფიროსმანის სახლ-მუზეუმის ახლომდებარე სასტუმრო ტურისტების ინტერესს ამ კუთხითაც იწვევს.

,,აქტიურად ვემზადებით ზაფხულის სეზონისთვის.  ამ ეტაპზეც, მიუხედავად იმისა, რომ არასეზონური პერიოდია,  საკმაოდ  აქტიური მოთხოვნაა.  თუკი შუა კვირის დღეებში 40-50%-იანი დატვირთულობაა, უქმეებზე ეს მაჩვენებელი 100%-საც აღწევს, რაშიც ადგილმდებარეობაც ძალიან გვეხმარება“, - განმარტავს რატი ტოკლიკიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ,,ვილაჯიო მირზაანი რეზორტი"  2022 წელს გაიხსნა. საწყისი კაპიტალი ₾ 225 000 იყო, საიდანაც  170 000 სოფლის განვითარების პროგრამის თანადაფინანსება შეადგენდა.

ტურისტული კომპლექსი 1 ჰექტარ ფართობზეა განთავსებული.

მარი ჩიტაია 

გამოგვყევით