logo
Loading data...
მთავარი ინფრასტრუქტურა

სტატია

"ინფრასტრუქტურული პროექტების რეგულირების გამკაცრება პოზიტიური ცვლილებაა" - "ანაგის" დირექტორი

სამშენებლო კომპანია "ანაგის" გენერალური დირექტორის ირაკლი გოგოლიშვილის განცხადებით, ინფრასტრუქტურული პროექტების რეგულირების გამკაცრება  პოზიტიური ცვლილებაა.

როგორც მან "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნა, ცვლილებათა პაკეტში შესულ საკითხებს დიდი ხანია დარგის ექსპერტები ითხოვენ.

"პრემიერთან შეხვედრაზე განვიხილეთ ყველა საკითხი და დასახელებული თემებიდან ყველაფერი მისაღები იყო. დიდი ხანია ამ ყველაფერს დარგის ექსპერტები ითხოვენ და კარგი იქნება თუ განხორციელდება. 

ამ ეტაპზე, განხილულ საკითხებს დადებითად და პოზიტიურად ვაფასებ და ვნახოთ... შემდეგ როდესაც ცვლილებათა პაკეტი მომზადდება უფრო დეტალურად შეგვეძლება აღნიშნულზე საუბარი", - აცხადებს ირაკლი გოგოლიშვილი.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობა სახელმწიფო სამშენებლო პროექტების მარეგულირებელ საკანონმდებლო ნორმებში ცვლილებების ახალ პაკეტს ამზადებს, რომლის მიზანია ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროცესის გაუმჯობესება, პროექტების შეჩერების რისკების შემცირება და სამშენებლო სექტორში უფრო მდგრადი და პასუხისმგებლიანი გარემოს შექმნა.

გამოგვყევით