logo
Loading data...
მთავარი ინფრასტრუქტურა

სტატია

"ანაკლიის პორტის პროექტზე ინვესტორი მალე გამოიკვეთება" - გურამ გურამიშვილი

"ანაკლიის პორტის პროექტზე ინვესტორი მალე გამოიკვეთება" - გურამ გურამიშვილი

1739507220

ანაკლიის პორტის პროექტირება და მშენებლობა ძალიან კარგი ტემპით მიმდინარეობს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გურამ გურამიშვილმა “ბიზნესპარტნიორის”  ღამის ეთერში განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ პროექტზე ინვესტორი მალე გამოიკვეთება.

ანაკლიის პორტის  კუთხით სამუშაოები დაწყებულია. როგორც იცით საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე  გამარჯვებული უკვე გამოვლინდა. ეს არის ავტორიტეტული ბელგიური კომპანია - Jan De Nul NV.

ჩვენ კოპენჰაგენში ვიმყოფებოდით, სადაც ტალღების სიმულაციას დავაკვირდით, თუ როგორ ვრცელდება ტალღები პორტის აკვატორიაში, მათ შორის, ყველაზე შოკურ პერიოდში, რომელიც 100 წელში ერთხელ ხდება.  მომდევნო კვირას ანალოგიური ტესტი მდგრადობის მიმართულებით არის დაგეგმილი.

სულ მალე, დიდი ალბათობით, ინვესტორი გამოიკვეთება და სავსებით რეალისტურია, რომ 2028 წლის ბოლოს ანაკლიის პორტი გაეშვას. დღეს ჩინური კონსორციუმი არის ერთადერთი პრეტენდენტი და მოლაპარაკებები მიმდინარეობს. არის ტექნიკური და პროცედურული დეტალები, რომელზედაც მუდმივად საჭიროა კომუნიკაცია”, - აცხადებს გურამ გურამიშვილი.

გამოგვყევით