ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის ხელმძვანელის, ირაკლი გიორგობიანის ინფორმაციით, მიმდინარე საშემოდგომო სესიებზე პარლამენტი განიხილავს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტს, რომელიც საერთაშორისო ტენდერებში ადგილობრივ კომპანიებს გარკვეულ უპირატესობებს მიანიჭებს.
როგორც ირაკლი გიორგობიანი „ბიზნესპარტნიორთან“ განმარტა, სექტორი ცვლილებების მოლოდინშია.
საქმე იმაშია, რომ ბოლო პერიოდში განხორციელებული ცვლილებებით, ადგილობრივი ინფრასტრუქტურული კომპანიები საერთაშორისო ტენდერებში მონაწილეობენ, თუმცა ჩინურ და სხვა მსხვილ კომპანიებთან კონკურენცია უჭირთ.
„რამდენიმე საერთაშორისო ტენდერში ქართულმა კომპანიებმა მიიღეს მონაწილეობა, მაგრამ ერთია მონაწილეობა და მეორეა ის, რომ გაუწიო კონკურენცია. მითუმეტეს იმ სიტუაციაში, როცა ჩინური სახელმწიფო კომპანიები ამ კუთხით ნამდვილად დომინირებენ. ადგილობრივი კომპანიები მათთან არაკონკურენტუნარიანები არიან.
როგორც ვიცი, ინფრასტრუქტურის მინისტრს საკანონმდებლო ინიციატივა აქვს. პარლამენტში მოხდება განხილვა და ადგილობრივი კომპანიები გარკვეულ უპირატესობებს მიიღებენ, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია. უნდა გავაძლიეროთ ადგილობრივი კომპანიები, რომ ამ სექტორში გარკვეული სუვერენიტეტის მიღწევა შევძლოთ. არ მგონია, ამ კანონპროექტის განხილვა შორეული პერსპექტივა იყოს. ვფიქრობ, საშემოდგომო სესიაზე მოხდება განხილვა და დიდი იმედით ველოდებით ასოციაციაც და სექტორიც."- აღნიშნა ირაკლი გიორგაძემ.