logo
Loading data...
მთავარი ინფრასტრუქტურა

სტატია

ლაგოდეხის პარკის მშენებლობა დასრულდა - პროექტის ღირებულება ₾6 მლნ-ია

ლაგოდეხის პარკის მშენებლობა დასრულდა - პროექტის ღირებულება ₾6 მლნ-ია

1729856702

ლაგოდეხის პარკის მშენებლობა დასრულდა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით,  4 ჰექტარზე გაშენებული ლაგოდეხის პარკის ტერიტორია დაიყო სხვადასხვა ტიპის - სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ ზონებად. შეიქმნა ისეთი ახალი სივრცეები, რომელიც ბევრად უფრო კომფორტულს ხდის პარკში დასვენებას და დროის გატარებას ბავშვებისთვის, ახალგაზრდებისა თუ მათი მშობლებისათვის.

უწყების ცნობით, პროექტის ფარგლებში, პარკის ტერიტორიაზე მოეწყო ხელოვნური ტბა, ამფითეატრი, ფანჩატურები, სპორტული მოედანი, ტექბოლის და ტენისის მაგიდები, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ბილიკებს და მოსასვენებელ სივრცეებს. ასევე, მოეწყო საზოგადოებრივ საპირფარეშოები, ახალი საფეხმავლო ბილიკები და სივრცეები ღია კაფეებისთვის.

ლაგოდეხის პარკის მშენებლობის პროექტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა შეასრულა. პარკის მშნებელობა სახელმწიფო პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში განხორციელდა და მისმა ღირებულებამ 6 მილიონი ლარი შეადგინა. 

გამოგვყევით