საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მარტვილი-მარტვილის მონასტრის საავტომობილო გზის 1.3 კმ-იანი მონაკვეთის (0-კმ1) რეაბილიტაციისთვის ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.
გზა მარტვილის ცენტრიდან სამონასტრო კომპლექსამდე მიდის და გადის როგორც დასახლებულ, ასევე დაუსახლებელ ტერიტორიაზე. გზა ამორტიზირებულია და საჭიროებს დაუყოვნებლივ რეაბილიტაციას.
1.3 კმ-იანი გზის მონაკვეთის რეაბილიტაციის პროექტი, მარტვილის სამონასტრი კომპლექსამდე მომლოცველებისა და ტურისტების განახლებული და კომფორტული გზით მისვლას უზრუნველყოფს.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება და მისი სავარაუდო ღირებულება 4 495 185 ლარს შეადგენს.
შესყიდვის ბმული:
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მარტვილი - მარტვილის მონასტრის საავტომობილო გზის კმ0 - კმ1 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები - https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=663446&lang=ge