logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

$500 მლნ-ის მოცულობის ობლიგაციების გამოშვება მოხდა ძალიან დაბალი საპროცენტო განაკვეთით - JP Morgan

"500 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის და 5-წლიანი ვადიანობის ობლიგაციების გამოშვება მოხდა ძალიან დაბალი საპროცენტო განაკვეთით." - ამის შესახებ JP Morgan-ის მმართველმა დირექტორმა განაცხადა. 

სტეფან უაილერის განმარტებით, ობლიგაციების გამოშვებისას მოთხოვნა მნიშვნელოვნად აღემატებოდა მიწოდებას.

"ჩვენ ვიხილეთ  5.5-ჯერ მეტი მოთხოვნა 100-ზე მეტი ინვესტორისგან მთელი მსოფლიოს მასშტაბით. განსაკუთრებით აქტიურობდნენ აშშ, დიდი ბრიტანეთი და მსოფლიოს სხვა ქვეყნები. მსურს გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და საქართველოს მივულოცო კაპიტალის საერთაშორისო ბაზარზე  წარმატებული დაბრუნება.  JP Morgan, ისევე როგორც ჩვენი პარტნიორი ბანკები ვამაყობთ, რომ ვმონაწილეობდით ამ პროცესში და ვთანამშრომლობთ საქართველოსთან,"- აცხადებს სტეფან უაილერი.

მისივე შეფასებით, აღნიშნული საპროცენტო განაკვეთი ყველაზე დაბალია არასაინვესტიციო რეიტინგის მქონე ქვეყნების მიერ დაფიქსირებულ საპროცენტო განაკვეთებს შორის, 2022 წლის შემდეგ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ბენჩმარკია საქართველოსთვის.

"გულწრფელად ვულოცავ საქართველოს და  ფინანსთა სამინისტროს გუნდს. უდიდესი სამუშაო ჩატარდა და მაღალი საბაზრო მერყეობის პირობებში, რთული და სწორი გადაწყვეტილებების შედეგად მიღწეულ იქნა ეს დიდებული შედეგი."- აღნიშნა სტეფან უაილერმა. 

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობამ წარმატებით განახორციელა 500 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ევროობლიგაციების გამოშვება ლონდონის საფონდო ბირჟაზე - კუპონის განაკვეთი დაფიქსირდა 5.125% ოდენობით. მიმდინარე გამოშვებისას დაფიქსირებული კუპონი, ევროობლიგაციების ბაზრისთვის ყველაზე დაბალი განაკვეთია საქართველოს მსგავსი და ერთი საფეხურით მაღალი საკრედიტო რეიტინგის მქონე სუვერენული ევროობლიგაციებისთვის, ბოლო 4 წელიწადში.

გამოგვყევით