სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერითა და ორგანიზებით, საქართველო საკვები და სასმელი პროდუქტების ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენაზე 2 პავილიონით წარსდგა, ხოლო ღონისძიებას ჯამში 26 ქართული კომპანია ესწრება. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "აწარმოე საქართველოში" ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, გამოფენა 26-30 იანვარს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ქ. დუბაიში იმართება.
"Gulfood ყოველწლიურად 100 000-ზე მეტ ვიზიტორსა და 5000-ზე მეტ მონაწილეს მასპინძლობს მსოფლიოს 130-ზე მეტი ქვეყნიდან, ხოლო წელს ორგანიზატორები დამსწრეთა უპრეცედენტოდ მაღალ, თითქმის გაორმაგებულ რაოდენობას ელიან. საქართველო აღნიშნულ გამოფენაში მრავალი წელია უწყვეტად მონაწილეობს,"- ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.