დღიურ ბაზარზე ვაჭრობის ტემპი დაბალია. ენერგობირჟის ანგარიშის თანახმად, დღიურ ბაზარზე პირველი ტრანზაქცია 2025 წლის 6 მაისს შედგა. ნავაჭრმა რაოდენობამ შეადგინა 381.6 მგვტ.სთ, ხოლო ფასი კილოვატსაათზე 12.5 თეთრი იყო.
„მიუხედავად იმისა, რომ დღიური ბაზარი წარმოადგენს მნიშვნელოვან ინსტრუმენტს, მასზე აქტიურობა დაბალია. დღიური ბაზარი მონაწილეებს აძლევს შესაძლებლობას, მოკლევადიან სიგნალებზე რეაგირებით მიიღონ სარგებელი. რადგან არსებულ მოდელში არ არსებობს საათობრივი დაბალანსების ვალდებულება და ფასები ძირითადად უცვლელია დღის განმავლობაში, მონაწილეებს აქვთ მცირე მოტივაცია აქტიურად ივაჭრონ დღიურ ბაზარზე.“-აღნიშნულია ენერგეტიკული ბირჟის ანგარიშში.
რაც შეეხება დღით ადრე ვაჭრობას, 2025 წლის აქტიური ვაჭრობის პერიოდში თითოეულ თვეში საბალანსო ელექტროენერგიის ფასი აღემატება ბირჟის საშუალო ფასს. შედეგად მყიდველებმა 2025 წელს დაზოგეს თითქმის 2,265,000 ლარი, რაც 2024 წლის მონაცემს (400,000 ლარს) »5.5-ჯერ აღემატება.