logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

30 იანვარს ბენე ექსკლუზივის ორგანიზებით, სტამბას რუფტოპი Benefit Talks-ის დახურულ ღონისძიებას უმასპინძლებს

30 იანვარს ბენე ექსკლუზივის ორგანიზებით, სტამბას რუფტოპი Benefit Talks-ის დახურულ ღონისძიებას უმასპინძლებს

1769498160

Benefit Talks-ის ღონისძიება ბენე ექსკლუზივის ორგანიზებით 30 იანვარს რიგით მეორედ, სტამბას რუფტოპზე გაიმართება.

ღონისძიების მიზანია, წარმატებულმა ბიზნეს ლიდერებმა გაუზიარონ აუდიტორიას პრაქტიკული იდეები და გამოცდილება იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლია ბიზნესს შექმნას სარგებელი, არა მხოლოდ, ფინანსური, არამედ სოციალური, ეკოლოგიური და კორპორაციული თვალსაზრისით.

პლათოფრმა სოციალურად პასუხისმგებლიანი ბიზნესების გაერთიანების იდეით შეიქმნა, ვინაიდან სწრაფად მზარდ ბიზნეს გარემოში,სადაც მდგრადობა და პასუხისმგებლობა თანამედროვე ბიზნესსტრატეგიების განუყოფელი ნაწილად იქცა, მხოლოდ ფინანსური სარგებელი აღარ არის პრიორიტეტი.

აღსანიშნავია,რომ გასულ წელს Benefit Talk-ის ღონისძიებას 450-მდე ადამიანი ესწრებოდა და იგი რამდენიმე თემას აერთიანებდა. სპიკერებმა ნინო ჯიბლაძემ (Gulf Georgia); მარიამ ჭანტურიამ (Mastercard); ნათია ჩიტაიამ (Tbilisi Outlet Village) და კონსტანტინ სულამანიძემ (Total Charm) აუდიტორიას გაუზიარეს ინოვაციური პროექტები, გადაწყვეტილებები და საინტერესო გამოცდილებები, რამაც შეცვალა ბიზნეს გარემო.

Benefit Talks-ის 2026 წლის პირველ ღონისძებაზე კი გაიმართება Benefit Magazine - ის ზამთრის ნომრის პრეზენტაცია,Benefit Talks -ის პლატფორმის ფარგლებში მოწვეულ სტუმრებს გამოცდილებას და რეალურ მაგალითებს გაუზირებენ საშა კაცმანი, სალომე სულაბერიძე და სტუდიო 9.ასევე, პარტნიორი კომპანიების ჩართულობით გაიმართება  გათამაშება და After-party.

ღონისძიების დეტალებზე პროექტის ხელმძღვანელს ანა სულაბერიძეს ვესაუბრეთ:

“როცა ამ პლატფორმის იდეა გაგვიჩნდა გვჯეროდა,რომ მსგავსი ინიციატივით შეგვეძლო მნიშვნელოვანი ცვლილებების ინიცირება და პირველ რიგში ეს იყო სწორედ სცენის დათმობა იმ ადამიანებისთვის,იმ ბიზნესებისთვის, ვინც სოციალურ თუ ეკოლოგიურ დონეზე ცდილობენ თავისი წვლილი შეიტანონ ბიზნეს გარემოს განვითარებაში. შესაძლოა, ყოველდღიურობაში ისინი არ საუბრობდნენ ამ სარგებელზე, თუმცა ამ ყველაფრის გაერთიანება და გამოცდილებების გაზიარება გჯერა, რომ ნამდვილად მოგცემს შესაძლებლობას საუკთესო პრაქტიკები დავნერგოთ. ღონისძიების ფორმატით მეორედ წარვსდგებით პარტნიორების წინაშე, თუმცა აღსანიშნავია, რომ Networking Georgia-ს ფარგლებში მასშტაბებიდან გამომდინარე Benefit Talk პოდკასტის ფორმატში წარიმართა, ამავდროულად სულ ახლახანს „ბიზნესპარტიორის“ ეთერში დავამატეთ რუბრიკა“ბენეფიტი“, რომელიც ყოველკვირეულად გაგაცნობთ სიახლეებს კომპანიებისა თუ ადამიანების შესახებ, რომლებიც ავითარებენ ინოვაციურ პროექტებს და ქმნიან კორპორაციულ ღირებულებებს.”

შეგახსენებთ, რომ Benefit Talk უკვე მეორედ ჩატარდება ღონისძიების ფორმატში კომპანია ბენე ესკლუზივის ორგანზებით,რომლის მხარდამჭერი კომპანიებიც არიან: Bene Group,Kairos Logistics,Byniamin,Studio 9,Mastercard,Business Partner, Bene Comfort,Enguri Attractions, Kacmanis Podcast.

 

გამოგვყევით