logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

სებ-ის პრეზიდენტი იაპონური ჰოლდინგის Gojo&Company-ის მმართველ პარტნიორს შეხვდა

სებ-ის პრეზიდენტი იაპონური ჰოლდინგის Gojo&Company-ის მმართველ პარტნიორს შეხვდა

1769498640

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა იაპონური ჰოლდინგის Gojo&Company-ს მმართველ პარტნიორს, არნო ვენტურას შეხვდა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სებ-ის ვიცე-პრეზიდენტი ნინო ჯელაძე, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი გიორგი ედილაშვილი და საბანკო ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ანა დევიძე.

არნო ვენტურამ ქართულ მხარეს Gojo ჯგუფის სამომავლო გეგმები გააცნო და ხაზი გაუსვა იაპონური მხარის სურვილს, საქართველოში ინვესტიციების ზრდის შესახებ.

„საქართველო ჩვენთვის საინტერესო და მიმზიდველი ქვეყანაა ინვესტირების თვალსაზრისით, რადგან გვჯერა საქართველოს გრძელვადიანი წარმატების. შესაბამისად, ვგეგმავთ საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების გაზრდას“, - აღნიშნა Gojo-ს მმართველმა პარტნიორმა.

Gojo & Company წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს იაპონურ ინვესტორს ქართულ საფინანსო სექტორში. იაპონური კომპანია 2024 წელს „კრედო ბანკის“ აქციონერი გახდა, მიმდინარე მდგომარეობით „კრედო ბანკის“ 33,23%-ის მფლობელია.

„კრედო ბანკის“ მონაცემებით, 2025 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით, ბანკის მთლიანი აქტივების მოცულობა 3.7 მილიარდ ლარს აჭარბებს, ხოლო საკრედიტო პორტფელის მოცულობა 3.0 მილიარდ ლარს შეადგენს.

გამოგვყევით