2025 წლის ბოლოსათვის კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელი 71 მილიარდი ლარია. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დეკემბერში წინა თვესთან შედარებით ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 1.97 მილიარდი ლარით, 2.85%-ით მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს.
სესხების წლიურმა ზრდამ გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით 13.99% შეადგინა. ამავე პერიოდში, წინა თვესთან შედარებით ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 729.31 მლნ ლარით (1.82%-ით) , ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 1.24 მლნ ლარით (4.29%-ით) გაიზარდა.
რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2025 წლის დეკემბრის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 11.17 მილიარდი ლარის (წინა თვესთან შედარებით 1.18%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 20.38 მილიარდი ლარის (წინა თვესთან შედარებით 5.31%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 5.01 %-ით მეტი).2025 წლის დეკემბრის ბოლოსათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 57.6% შეადგინა, რაც წინა თვესთან შედარებით, 0.5%-ით ნაკლებია.